https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

„ხმა ბგერების გარეშე''

 25/03/2021

თბილისის ისტორიის მუზეუმი

თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ მხატვარ ნიკა ძამიაშვილის გამოფენას სახელწოდებით „ხმა ბგერების გარეშე".

გამოფენაზე წარმოდგენილია თვითნასწავლი ახალგაზრდა მხატვრის ფერწერული ნამუშევრები. მისი სურვილი, დაინახოს მეტი, ერთი შეხედვით ჩვეულ ემოციებში, აშკარად უბიძგებს ავტორს ძიებისკენ. ხმა, ყვირილი, ემოციის ერთგვარი პორტრეტი - ყოველივე ეს, ნიკა ძამიაშვილისთვის სამყაროს ამოცნობის გზაა. ნამუშევრებში წარმოჩენილი ემოცია ვერ გახდება ზედაპირული, ვინაიდან მისი მიზანია, დამთვალიერებელს ესმოდეს, თავად აღიქვამდეს ხმას, ბგერების გარეშე, განცდას, სიტყვის გარეშე, ყვირილს, სინამდვილეს.
ეს ხმა, შეიძლება სმენადაქვეითებულ ადამიანებსაც ესმოდეთ - ამბობს ავტორი და ამით მარტივად ხსნის ნამუშევრებში თავმოყრილ სათქმელს.ნიკა ძამიაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო შემდეგ გალერეებში: Universe; IArt Gallery.
ამჯერად, მისი გამოფენა ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედებითი მიგნებების განსხვავებულ გზას წარუდგენს დამთვალიერებელს.

ხელოვნებათმცოდნე ქეთი ტრაპაიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

გამოფენის ხანგრძლივობა: 27 მარტი - 7 აპრილი, 2021
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. #8 

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის

 

 

 

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9