https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ლუკა ლასარეიშვილის გამოფენა „რისფასად"

 20/11/2020

თბილისის ისტორიის მუზეუმი

თბილისის ისტორიის მუზეუმი 26 ნოემბრიდან, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, წარმოგიდგენთ ლუკა ლასარეიშვილის (Luka Lazar) გამოფენას "რისფასად".

მხატვრის ნამუშევრების შინაარსი, თემატიკა და ზოგადი კონცეფცია თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემიდან - საკუთარი და საზოგადოების ფუნქციის ძიებიდან მომდინარეობს.

ლუკა ლასარეიშვილის ინსტალაციების ძირითად თემას ადამიანის სიხარბის და მისი საზოგადოებაზე ზემოქმედების ფაქტორი წარმოადგენს. მისი ნამუშევრები თემატურად ფართო დიაპაზონისაა, რაც საინტერესოდ რეალიზდება სხვადასხვა ფორმით.

„დიალოგი საკუთარ თავთან" - ასე ახასიათებს ხელოვანი საკუთარ შემოქმედებას.

გამოფენის ხანგრძლივობა: 26 ნოემბერი, 2020 - 17 მარტი, 2021
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. #8 

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის

 

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9