- სიახლეები
- პრესრელიზები
პრესრელიზები
გიორგი ალექსი მესხიშვილის ინსტალაციას „ვაჟა-ფშაველა“
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შ. რუსთაველის თეატრი, პრაღის მე-12 კვადრიენალე 2011 წლის 18 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით წარმოგიდგენთ გიორგი ალექსი მესხიშვილის ინსტალაციას „ვაჟა-ფშაველა."
მხატვრის იდეა ეფუძნება მის მიერ გაფორმებულ სპექტაკლებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძლის" მიხედვით არის დადგმული - ვაშინგტონის სინეტიკ თეატრში (2003, ამერიკელმა კრიტიკოსებმა 2009 წელს წარმოდგენა დეკადის 10 საუკეთესო სპექტაკლის რიცხვში შეტანეს) და თბილისის შ.
რუსთაველის თეატრში. ასევე, მხატვარს სხვადასხვა დროს სხვადასხვა თეატრში გაფორმებული აქვს ქართული პოეზიისადმი მიძღვნილი საღამოები.
ინსტალაციაში მხატვრული სახეებით და სცენოგრაფიული საშუალებებით ასახულია ვაჟა-ფშაველას პოეზიის ღრმა ლირიზმი, ფილოსოფიური მასშტაბი და მშვენიერება, რომელსაც ზოგ შემთხვევაში უბედურების და საშინელების განცდა ერწყმის. ვაჟა-ფშაველას პოეზიის მასშტაბის და სიღრმის შესაბამისად, ეს არის ინსტალაცია ზოგადად პოეზიის განცდაზე, შემოქმედების საიდუმლოებაზე.
მითოლოგიური ფიგურა როგორც სიურეალისტური ალეგორია გამოხატავს ადამიანის და ბუნების ერთობის იდეას, რომელიც ცენტრალურია ვაჟას პოეზიაში.სპეციალურად ინსტალაციისთვის შეიქმნა მუსიკალური კომპოზიცია, რომლის ავტორია ლონდონის თრინითი/ლაბანის კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ჯანიაშვილი.
ეძღვნება ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავს.
2011 წლის 16-26 ივნისს ინსტალაცია წარმოდგენილი იქნება სპექტაკლის დიზაინის და სივრცის მე-12 კვადრიენალეზე პრაღაში საუნდ ინსტალაციაში გამოყენებულია საგალობელი "შენ ხარ ვენახი" ანსამბლის "რუსთავი" შესრულებით.
გამოფენის გახსნა: 2011 წლის 18 მარტი, 16:00 საათი
მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)