Museum - პრესრელიზები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პრესრელიზები

Share

18 მაისი - მუზეუმის საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მმართველობის სფეროში მოქმედ მუზეუმებში

 17/05/2022

საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
18-20 მაისის პროგრამა

ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი | თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 3 

  • მუზეუმში შესვლა დღის განმავლობაში უფასოა | 10:00-17:00 სთ;
  • მუზეუმის დათვალიერება გიდის თანხლებით | 11:00, 12:00, 13:00, 14:00, 15:00, 16:00, 17:00 სთ (ქართულ ენაზე გიდის მომსახურება უფასოა);
  • საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „როგორ ცხოვრობდნენ ზეზვა და მზია" (კურატორი გია თოდუა) | 12:30 სთ;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმის გამოფენის „თანამედროვე ქართველი მხატვრები" გახსნა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში | 13:00 სთ;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში | 13:00 სთ;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლ „მზიურის" კონცერტი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში | 14:00 სთ;
  • საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „კრისტოფორო კასტელი და საქართველო" (კურატორი ცისია კილაძე) | 14:00 სთ;
  • კურატორის ტური „ქვის ხანა საქართველოში" (კურატორი თეონა შელია) | 15:00 სთ;
  • საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „კერამიკის რესტავრაცია" (კურატორი თეა კინწურაშვილი) | 16:00 სთ. 

დღის განმავლობაში მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება გასართობ-შემეცნებითი აქტივობები (სამაგიდო თამაშები, გასაფერადებლები, ფაზლები და ა.შ. პროგრამის ავტორი ნინო ბაქანიძე).

შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი | ლ. გუდიაშვილის ქ. 1   

  • შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მე-2 კორპუსის გარემონტებული ნაწილის, მათ შორის სამკითხველო სივრცის გახსნა. შენობის მისაღებში მოგზაური ექსპოზიცია „ფოტოგამოფენა საგანძური" | 12:00-17:30 სთ;
  • საგალობლები ანსამბლ „ბასიანის" შესრულებით | 12:00 სთ.

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი | სიღნაღი, რუსთაველის ჩიხი 8

  • მოგზაური ექსპოზიცია „ფიროსმანი სიღნაღში" - ღია ცის ქვეშ შემეცნებითი, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი აქტივობები ფართო საზოგადოებისათვის | 12:00 - 17:30 სთ;
  • „იაპონიის საკურა„ - იაპონიის საელჩოს საქართველოში კულტურის ატაშეს ბატონ იამანისი ტაკაოს ფოტოგამოფენის გახსნა | 13:00 სთ.
  • ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციის გამოფენა;
  • გამოფენის ,,მხატვარი და ეპოქა: შალომ კობაშვილი 145" გახსნა. ღონისძიება იმართება საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით და ეძღვნება საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოების 30 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობების აღსანიშნავად | 19 მაისი, 13:00 სთ.  

დღის განმავლობაში ჩატარდება უფასო საექსკურსიო ტურები როგორც მოსწავლეთათვის, ასევე მოზრდილთათვის გიდი-პედაგოგების თანხლებით | 11:00 სთ; 16:00 სთ; 17:00 სთ.

დ. შევარდნაძის სახ. საქართველოს ეროვნული გალერეის ეზო | თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 11

  • კურატორის ტური და პროგრამა „გიორგობა ბოლნისში" | 12:00 სთ;
  • კურატორის ტური და პროგრამა „ვირის ხიდი" | 14:00 სთ;
  • კურატორის ტური და თავისუფალი ხატვა ფიროსმანის სივრცეში, სახალისო აქტივობების თანხლებით | 16:00 სთ;
  • ტური არსებული გამოფენების ფარგლებში | 19:00 სთ;
  • პროგრამა ბავშვებისთვის აბსტრაქტული ღამე, გამოფენის - „XX-XI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან" ფარგლებში | 21:00 სთ.

პროგრამებს ჩაატარებენ ეროვნული გალერეის კურატორები და გიდები: რუსუდან მერაბიშვილი, ნათია მელქაძე, დალი გოგორიშვილი, თამარ ქურციკიძე, მაკა ბეჟუაშვილი.
ვიზიტი გალერეაში და ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია, სამუშაო განრიგი 10:00 - 24:00 სთ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია | ა. ფურცელაძის ქ. 1

  • რეჟისორ თამარ მახარაძის ფილმის „კრისტოფორო კასტელი - ილუსტრირებული ისტორია" საპრემიერო ჩვენება | 20 მაისი, 19:00 სთ.

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი | მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქ. 7

  • დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე;
  • მუზეუმში მოსულ დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ მუზეუმში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებში | 10:00-17:30 სთ.

ო. ლორთქიფანიძის სახ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი | ვანი, ო. ლორთქიფანიძის ქ. 32

  • დღის განმავლობაში მუზეუმის და ნაქალაქარის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ
  • საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა მოსწავლეებისთვის - „ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ისტორია" | 15:00 სთ.

ბოლნისის მუზეუმი | ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. 48ა

  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის პრეზენტაცია ევროპის 2022 წლის მუზეუმის კონკურსში (EMYA 2022) ბოლნისის მუზეუმისათვის გადაცემული დიპლომის „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის" აღსანიშნავად | 15:00 სთ;
  • დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ;
  • საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ბავშვებისთვის | 15:00 სთ.

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი | დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი

  • დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი | ახალციხე, რაბათის ციხე, პეტრე ხარისჭირაშვილის ქ. 1

  • დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ;
  • ქალაქის სკოლების მე-9 კლასელთა ვიქტორინა | 12:00 სთ.

გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრების და ყოფის მუზეუმი | თბილისი, მერაბ ბერძენიშვილის 25 (კუს ტბის გზატკეცილი)

  • დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ.

ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) | თბილისი, სიონის ქუჩა 8

  • დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ.