Museum - პრესრელიზები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პრესრელიზები

Share

პროფ. შოთა ჩართოლანის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

 24/06/2022

 

2022 წლის 14-15 აგვისტოს სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამართავენ ცნობილი არქეოლოგის, პროფ. შოთა ჩართოლანის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ  სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას.

კონფერენციის თემა: არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, დემოგრაფია, გეოგრაფია, ეკოლოგია, ფოლკლორული ისტორია, ენათმცოდნეობა, კულტუროლოგია, გეოლოგია, ფოლკლორი, სპორტის (ალპინიზმის) ისტორია და სხვა.

სამუშაო ენა ქართული.

გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.

მასალების მიღების ბოლო დღე:  2022  წლის  20 ივლისი 18 საათი.

კონფერენციის  ჩატარების  თარიღი:  2022 წლის 14-15 აგვისტო.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისათვის მომხსენებელმა ვორდის ფაილით უნდა გამოაგზავნოს: მოხსენების სრული სათაური, ავტორის სრული სახელი და გვარი, სამეცნიერო  ან  სასწავლო  დაწესებულების სახელწოდება, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა, მოხსენების ანოტაცია.

ანოტაციის გაფორმების წესი: Microsort Word დოკუმენტი, მაქსიმუმ 200 სიტყვა, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1,5 ქართული ტექსტისთვის ფონტი -SyIfaen, ინგლისური ტექსტისთვის ფონტი - Times New Roman).

მასალები  უნდა  გამოიგზავნოს  შემდეგ  მისამართზე:  svanetimuseum@gmail.com

შერჩეული  მოხსენებების  ავტორებს  პასუხი  პირად  ელექტრონულ ფოსტაზე  ეცნობებათ  2022  წლის  30  ივლისის 18.00 საათამდე.

 

პატივისცემით,

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული

მუზეუმის დირექტორი                                              

ზვიად  კვიციანი