უ. ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი
Share

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 11:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.


 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, შიო მღვიმელის ქუჩა 2ა 
ტელ.: (+995 32) 222 06 01
ელ-ფოსტა:info@museum.ge

ვიზიტის დასაგეგმად, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ: +(995 32) 299 80 22

 

უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1988 წელს. აქ დაცული ყველა ექსპონატი მხატვრის მიერვეა შეგროვებული და აქვე ინახებოდა. სახლ-მუზეომში თავმოყრილია ფერწერის და გრაფიკის კოლექციები, აგრეთვე მემორიალური ნივთები.

სახლ-მუზეუმში დაცული კოლექციები (ფერწერა-210 გრაფიკა-493 მემორიალური ნივთები-70) მეტად მნიშვნელოვანია ქართული მხატვრობის განვითარების ისტორიის სრულყოფილი წარმოდგენისათვის. უჩა ჯაფარიძის შემოქმედება ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია.