- მუზეუმები
- მუზეუმი
- საქართველოს მუზეუმი
- საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია
- ეროვნული გალერეა
- ხელოვნების მუზეუმი
- თბილისის ისტორიის მუზეუმი
- ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
- სიღნაღის მუზეუმი
- დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი
- ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
- სვანეთის მუზეუმი
- ბოლნისის მუზეუმი
- სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი
- ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი
- ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
- მ. თოიძის სახლ-მუზეუმი
- ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
- უ. ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი
მუზეუმი
გამოფენა „ვარშავის აჯანყება 1944"
საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ვარშავის აჯანყების მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „ვარშავის აჯანყება 1944" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში.
წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები
საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. გამოფენის გახსნა: 2018 წლის 11 დეკემბერი, 16:00 საათი.
კატინი - დღე განსაკუთრებულად დაიწყო
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კატინის მუზეუმთან და პოლონურ ინსტიტუთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ გამოფენას „კატინი - დღე განსაკუთრებულად დაიწყო" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
ფოტოგამოფენა ,,საბჭოთა ჯარის გაყვანა ჩეხოსლოვაკიიდან"
2016 წლის 20 აპრილიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ჩეხეთის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ჩეხი ფოტოგრაფის კარელ ცუდლინის ფოტონამუშევრების გამოფენას ,,საბჭოთა ჯარის გაყვანა ჩეხოსლოვაკიიდან" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
საბჭოთა ოკუპაცია
აქ წარმოდგენილია ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის (1921-1991 წწ.) ამსახველი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მასალები.
„წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" - კურატორის ტური
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენის ფარგლებში „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" გთავაზობთ, კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ეკა კიკნაძის სპეციალურ ტურს.
მუზეუმის კვირეული: ლაშა ბაქრაძე – „უთქმელი ისტორიები“
2017 წლის 16 მაისს, 16:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ლაშა ბაქრაძე ისაუბრებს უთქმელ ისტორიებზე. თემა ეხმიანება ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) წლევანდელ თემას - ,,მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე".
მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის პრეზენტაცია
2015 წლის 20 თებერვალს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოკუპაციის მუზეუმში გიწვევთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით შექმნილ მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის პრეზენტაციაზე.
ვასილ წერეთლის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
2012 წლის 18-20 ოქტომბერს თბილისსა და ჭიათურაში ტარდება გამოჩენილი ეროვნული მოღვაწის, ექიმისა და პუბლიცისტის ვასილ გიორგის ძე წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
მიხეილ (მიხაკო) წერეთლის დაბადებიდან 130-ე და ცნობილი ისტორიკოსის ვახტანგ ითონიშვილის დაბადებიდან 50-ე წლისთავისადმი მიძღვნი
2008 წლის 23 დეკემბერს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის და ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის თაოსნობით მუზეუმში ჩატარდა გამოჩენილიმეცნიერის და ეროვნული მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის დაბადებიდან 130-ე და ცნობილი ისტორიკოსის ვახტანგ ითონიშვილის დაბადებიდან 50-ეწლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია.
დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
სამუშაო საათები
სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.
მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.
არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.
*საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში; ბილეთის შეძენით შესაძლებელია მუზეუმში არსებული ყველა მიმდინარე გამოფენის დათვალიერება.
ბილეთების საფასური
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები
ზრდასრული
10ლ (1 იანვრამდე)
სტუდენტი
0.5ლ
სკოლის მოსწავლე
0.5ლ
პენსიონერი
0.5ლ
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები
1ლ
1ლ
*გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
- 6 წლამდე ბავშვებისთვის
- მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი)
- ICOM-ის წევრებისთვის
- „Culture Card" ბარათების მფლობელთათვის
- ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის
- საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის
- მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის
- მხატვართა კავშირის წევრებისთვის
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და მისი თანმხლები პირისთვის
- სოციალურად დაუცველი პირებისთვის
- იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის
- საბავშო და სასკოლო ჯგუფების თანმხლები ორი მშობლისთვის.
ბილეთები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონულად, ვებგვერდზე biletebi.ge
გიდის თანხლებით ტურების საფასური
სასკოლო ჯგუფი | 10 ლარი |
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე | 25 ლარი |
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) | 45 ლარი |
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) | 60 ლარი |
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით | 200 ლარი |
გიდის მომსახურება თითქმის ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
გარდერობი
დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:
პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
- ქოლგები
- სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები
- მოტოციკლის მუზარადები
- მუსიკალური ინსტრუმენტები
ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე.
გარდერობი არ იბარებს:
- ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
- ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
- ძვირფას ნივთებს
- ხელჩანთებს
ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.
რჩევები და წესები
- ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული, პასუხისმგებელი პირი
- აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების საქციელზე
- დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
- ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
- დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
- მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
- დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
- დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
- ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
- საბრძოლო იარაღის
- საკვებისა და სასმელი ბოთლების
- სახიფათო, ბასრი, ძალიან მძიმე და დიდი ზომის ნივთების
- ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
- სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
- ცხოველების
ფოტო და ვიდეო გადაღება
- მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
- ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია
- გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
- ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას
ხელმისაწვდომობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის, რათა თქვენი სტუმრობა მუზეუმში უფრო ხალისიანი და მოსახერხებელი გახდეს.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა შშმ პირთა მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: + (995 32) 299 80 22
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებელთათვის.
მაღაზია
გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3
ტელ.: + (995 32) 299 80 22
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge
საქართველოს ეროვნულ მუზეუში საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი გამოფენა 2006 წლის 26 მაისს გაიხსნა. მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წ.), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის 70-წლიანი ისტორიის (1921-1991 წწ.), საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი 3 000-ზე მეტი ექსპონატი. საექსპოზიციო დარბაზი აღჭურვილია მონიტორებით, რომლებზეც მნახველებს აქვთ ამა თუ იმ პერიოდის შესაბამისი დოკუმენტური კადრების ნახვის შესაძლებლობა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია, აგრეთვე, იმ 10 სატვირთო ვაგონიდან ერთ-ერთი, რომლებშიც შორაპანში ჩაცხრილეს 1924 წლის ეროვნული ამბოხების მონაწილენი. ამასთან, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის განკარგულებაშია მდიდარი არქივი და ბიბლიოთეკა.