- მუზეუმები
- მუზეუმი
- საქართველოს მუზეუმი
- საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია
- ეროვნული გალერეა
- ხელოვნების მუზეუმი
- თბილისის ისტორიის მუზეუმი
- ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
- სიღნაღის მუზეუმი
- დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი
- ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
- სვანეთის მუზეუმი
- ბოლნისის მუზეუმი
- სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი
- ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი
- ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
- მ. თოიძის სახლ-მუზეუმი
- ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
- უ. ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი
მუზეუმი
პოსტერებით გადმოცემული შვეიცარია და საქართველო
21 აპრილიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, მასპინძლობს გამოფენას „პოსტერებით გადმოცემული შვეიცარია და საქართველო".
სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876
ბულგარეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „ბულგარეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები".
სელას კვალდაკვალ - სვანეთი 130 წლის შემდეგ
გამოფენა „თამარისი"
საქართველოს ეროვნული მუზეუმი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „თამარისი".
მუზეუმის ფესტივალი: გამოფენა „MAGNUM PHOTO 70 - რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017
ფესტივალის ფარგლებში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას "MAGNUM Photo 70 - ქართული დღიური: რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017".
ედუარდ კურტისი და ევდოკია კოჟევნიკოვა: მიწიერი და საკრალური სამყარო
2017 წლის 2 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გიწვევთ ედუარდ კურტისისა და ევდოკია (დინა) კოჟევნიკოვას ნამუშევრების გამოფენას „მიწიერი და საკრალური სამყარო".
„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“
2017 წლის 15 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიხსნება ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები".
ლევან მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა "აქ"
2017 წლის 30 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და Project ArtBeat წარმოგიდგენთ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, ლევან მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას „აქ" სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში.
ფრაგმენტები ისტორიიდან
2016 წლის 9 სექტემბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გიწვევთ ქეთევან მატაბელის და გია გუგუშვილის ერთობლივი გამოფენის „ფრაგმენტები ისტორიიდან" გახსნაზე.
პროფ. შოთა ჩართოლანის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: ნინო სამსონიას ლექცია - "ენგური ლურსმულ ტექსტებში"
ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 23 მაისს, 14:00 საათზე, სვანეთის მუზეუმში ნინო სამსონია, აღმოსავლეთმცოდნე, ასირიოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გამართავს საჯარო ლექციას - „ენგური ლურსმულ ტექსტებში".
მაია პატარიძის წიგნის პრეზენტაცია - „სვანეთის ნუმიზმატიკური საგანძური"
2 აგვისტოს, 16:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერის, მაია პატარიძის წიგნის პრეზენტაცია - „სვანეთის ნუმიზმატიკური საგანძური (პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეთნოლოგიურ-კონფესიური ასპექტები ძვ.წ. V - ახ. წ. XVIII საუკუნეები)".
სამეცნიერო კონფერენცია: სვანეთის კულტურული მემკიდრეობა - ლარილარის სამაროვანი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში წარმოგიდგენთ შოთა ჩართოლანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციას „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა - ლარილარის სამაროვანი".
მაია პატარიძის საჯარო ლექცია „დავით აღმაშენებლის მონეტები"
8 აგვისტოს, 16:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება ეროვნული მუზეუმის მეცნიერის, მაია პატარიძის საჯარო ლექცია „დავით აღმაშენებლის მონეტები".
მუზეუმის ფესტივალი ◆ ხალხური მუსიკის კონცერტი
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება სვანური ხალხური მუსიკის კონცერტი მუზეუმის ფოლკლორული ჯგუფის „ჯგ’რაგიშ“-ის შესრულებით.
მუზეუმის ფესტივალი ◆ ნინო ლორთქიფანიძის ლექცია „ოქრომჭედლობა ოქროს საწმისის ქვეყანაში"
21 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, სვანეთის მუზეუმში, ნინო ლორთქიფანიძე წაიკითხავს ლექციას - „ოქრომჭედლობა ოქროს საწმისის ქვეყანაში".
მუზეუმის ფესტივალი ◆ რეზო თაბუკაშვილის ფილმების ჩვენება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 16, 17 და 24 მაისს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება რეზო თაბუკაშვილის ფილმების „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის" და „მიხეილ ხერგიანის" ჩვენება.
მუზეუმის ფესტივალი ◆ უილიამ ოზგულდ ფილდის ფილმის ჩვენება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 18-25 მაისს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება უილიამ ოზგულდ ფილდისფილმის ჩვენება.
ნანა ბურჭულაძის ლექცია - "სვანეთის ხატები ბიზანტიური ხელოვნების კონტექსტში"
3 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მთავარი კურატორის, ნანა ბურჭულაძის ლექცია - „სვანეთის ხატები ბიზანტიური ხელოვნების კონტექსტში".
დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
სამუშაო საათები
სამშაბათი-კვირა | 10:00-დან 18:00 საათამდე.
მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.
არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი (მესტიის მუზეუმი)
ბილეთების საფასური
ზრდასრული | 10ლ |
სტუდენტი | 0.5ლ |
სკოლის მოსწავლე | 0.5ლ |
პენსიონერი | 0.5ლ |
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები | 1ლ |
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები |
1ლ |
სვანეთის რეგიონში მცხოვრები მაღალმთიანი დასახლების მაცხოვრებლის სტატუსის მქონე პირებისათვის მესტიის მუზეუმში ვიზიტი | 1ლ |
*გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
- 6 წლამდე ბავშვებისთვის
- მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი)
- ICOM-ის წევრებისთვის
- „Culture Card" ბარათების მფლობელთათვის
- ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის
- საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის
- მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის
- მხატვართა კავშირის წევრებისთვის
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და მისი თანმხლები პირისთვის
- სოციალურად დაუცველი პირებისთვის
- იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის
- საბავშო და სასკოლო ჯგუფების თანმხლები ორი მშობლისთვის.
ბილეთები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონულად, ვებგვერდზე biletebi.ge
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი (სვანური სახლი, უშგული)
მოზრდილი | 3 ლარი |
სტუდენტი | 1 ლარი |
სკოლის მოსწავლე | 0.5 ლარი |
პენსიონერი | 0.5 ლარი |
გიდის თანხლებით ტურების საფასური
სასკოლო ჯგუფი | 10 ლარი |
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე | 25 ლარი |
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) | 45 ლარი |
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) | 60 ლარი |
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით | 200 ლარი |
გიდის მომსახურება ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
მუზეუმის ფოტოების სანახავად დააჭირეთ აქ
გარდერობი
დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:
- პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
- ქოლგები
- სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები
- მოტოციკლის მუზარადები
- მუსიკალური ინსტრუმენტები
ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე.
გარდერობი არ იბარებს:
- ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
- ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
- ძვირფას ნივთებს
- ხელჩანთებს
ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.
რჩევები და წესები
- ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული, პასუხისმგებელი პირი
- აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების საქციელზე
- დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
- ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
- დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
- მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
- დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
- დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
- ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
- საბრძოლო იარაღის
- საკვებისა და სასმელი ბოთლების
- სახიფათო, ბასრი, ძალიან მძიმე და დიდი ზომის ნივთების
- ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
- სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
- ცხოველების
ფოტო და ვიდეო გადაღება
- მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
- ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია
- გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
- ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას
ხელმისაწვდომობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის, რათა თქვენი სტუმრობა მუზეუმში უფრო ხალისიანი და მოსახერხებელი გახდეს.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა შშმ პირთა მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: + (995 32) 299 80 22
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებელთათვის.
მაღაზია
გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.
საკონტაქტო ინფორმაცია
მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7
ტელ.: + (995 32) 299 71 76
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge
სვანეთის მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. ქართველმა მეცნიერებმა და ადგილობრივმა მოღვაწეებმა იმისათვის რომ რეგიონში გაბნეული უნიკალური ნიმუშები განადგურება - დაკარგვასა და მოუვლელობას გადარჩენოდა დაიწყეს მუზეუმის კოლექციების შევსება.
2013 წელს, არქიტექტორ გაგა კიკნაძის პროექტის მიხედვით, დასრულდა მუზეუმის სარეაბილიტაციო - განახლებითი სამუშაოები და ახალ, თანამედროვე შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი გაიხსნა.
2015 წელს მუზეუმს საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკა შეემატა. გარდა აღნიშნულისა, მუზეუმში წარმოდგენილია დროებითი საგამოფენო სივრცე, რომელიც სხვადასხვა ხასიათის გამოფენის მოწყობის შესაძლებლობას იძლევა. მუზეუმში მოსულ დამთვალიერებლებს შეუძლიათ ეწვიონ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საჯარო სივრცეს, მუზეუმის მაღაზიასა და კაფეს.
მუზეუმის სარეაბილიტაციო კომპლექსური სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდისა თუ ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობდა; მათ შორისა: საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისია, ევროკავშირის ტვინინგის პროგრამა, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი/ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანება, სმიტსონის ინსტიტუცია, აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, საქართველოში იტალიისა და შვეიცარიის საელჩოები.
სვანეთის მუზეუმი XXI საუკუნის საერთაშორისო სტანდარტების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც სამეცნიერო კვლევასა და მომავალი თაობების აღზრდას ემსახურება.
***
მუზეუმის კოლექციები მოიცავს მესტიაში დაცულ მრავალფეროვან მასალას და კალას, იფარის, მულახის, ლატალისა და ფარის ისტორიულ თემთა სოფლების ეკლესიებში დაცულ მოძრავ ძეგლებს; მუზეუმის დაქვემდებარებაშია მესტიის ისტორიულ უბნებში, ლეხთაგსა და ლანჩვალში მდებარე უძველესი საცხოვრებელი კომპლექსები კოშკებითურთ, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი საცხოვრებელი კომპლექსებითა და ერთ-ერთ კოშკში მოწყობილი გამოფენით.
არქეოლოგიური მონაპოვრები სვანეთში ძვ.წ. III ათასწლეულიდან აქტიურ კულტურულ და სოციალურ ცხოვრებას ადასტურებს, ანტიკურ ხანაში კი - ამ კუთხის კოლხეთისგან, ოქროს საწმისის ქვეყნისგან, განუყოფლობას. სვანეთის მუზეუმის კოლექციებში მრავლადაა კერამიკის, სამკაულის, საკულტო ნივთების, საბრძოლო და სამეურნეო იარაღისა და ნუმიზმატიკის კოლექციები.
სვანეთის ნუმიზმატიკური კოლექცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც იმითაა განპირობებული, რომ მასში დაცული მონეტების უმეტესობა საეკლესიო განძებს წარმოადგენს, რომლებშიც საუკუნეების განმავლობაში თავს იყრიდა საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში მყოფი ფული. სვანეთში დაცული ნუმიზმატიკური კოლექციების ქრონოლოგია ძვ.წ. V საუკუნეში მოჭრილი "კოლხური თეთრით" იწყება და XX საუკუნის საბჭოური მონეტებით მთავრდება.
კოლექციაში დაცულია ადგილობრივი, ქართული და უცხოური მონეტების როგორც ერთეული აღმოჩენები, ისე განძები. მათგან აღსანიშნავია: ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერი, ალექსანდრე მაკედონელის ადგილობრივი მინაბაძი, ავგუსტე კეისრის დენარის მინაბაძი, პანტიკაპეის ოქროს სტატერი, არაბული დირჰემი, ბიზანტიური, ირანული, სელჩუკური, მონღოლური, დავით აღმაშენებლის, გიორგი III-ის, თამარის, გიორგი IV ლაშას, რუსუდანის, რუსული და ევროპული (პოლონური, დანიური, გერმანული, ჩეხური) მონეტები.
სვანეთში დაცული ქრისტიანული კულტურის კოლექციები შუა საუკუნეების ქართული, სირიული, ბიზანტიური თუ ევროპული ხელოვნების უამრავ უმნიშვნელოვანეს ძეგლს მოიცავს.
მუზეუმის ჭედური ხატების უმრავლესობა სვანი ოსტატების მიერ არის შესრულებული. თანდართულმა წარწერებმა ზოგიერთის სახელიც შემოინახა. მუზეუმში ინახება XI საუკუნის ოსტატთა, გვაზავაისძეთა, ნახელავი ხატები: დიოკლიტიანეს მლახვრავი წმ. გიორგისა (ოსტატი ასანი) და ქრისტე პანტოკრატორისა (ოსტატები გიორგი და თევდორე).
მუზეუმის უნიკალურ ქართულ ფერწერულ ხატებს შორის ე.წ. დედაქალაქური სკოლის ნიმუშიც არაერთია და ე.წ. ხალხური ნაკადის ოსტატთა მიერ შესრულებულიც. აღსანიშნავია: მათგან უადრესი, ჩვილედი ღმრთისმშობელი და წმ. ბარბარე (IX-Xსს.); ასევე წმ. იონა წინასწარმეტყველის (XIIს.), ჩვილედი ღვთისმშობლის (XIIს.), წმ. გიორგის (XIIIს.), წმ. მხედრების (XIIIს.), წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის (XI-XIIსს.), ორმოცი სებასტიელი მოწამის (XIIს.); მაცხოვრისა (XI-XIIსს.) და ლაზარეს აღდგინების (XIIს.) ხატები. გამორჩეულია მუზეუმში დაცული რელიქვარიუმები, რომლებიც ჭედურობით შემკულ ფერწერულ ხატებს წარმოადგენს, მათ შორისაა: ჯვარცმის (XI-XIIსს.) და რუსუდან დედოფლის აღმზრდელის - სილიხანის მიერ შეწირული (XIIIს.) ხატები.
მუზეუმის კოლექციებში დაცულია VI-VII საუკუნის ბრინჯაოს სირიული საცეცხლურები, გამოყენებითი ხელოვნების უაღრესად მნიშვნელოვანი ნიმუში - ვენეციაში შექმნილი საკურთხევლისწინა ჯვარი (XIII-XIV სს. მიჯნა), რომელიც სვანეთში "ლათაიჯვარის" ანუ "თვლებიანი" ჯვრის სახელითაა ცნობილი. იგი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების, ფილიგრანით შესრულებული ჩარჩოების და ბუდეებში ჩასმული, ეტრატზე შესრულებული ფერწერული მინიატურების უნიკალურ მთლიანობას წარმოადგენს. ასევე, საყურადღებოა, უშგულში დაცული, იტალიური მედალიონები (XIIIს) და გერმანული კათხა (XIVს).
მუზეუმის ხელნაწერების ფონდში დაცულია ეტრატზე და ქაღალდზე შესრულებული, IX-XVIII საუკუნეების სასულიერო მწერლობის ძეგლები - პალიმფსესტური ფურცლები, ჭედურობითა და მხატვრობით შემკული წიგნები.
აღსანიშნავია, 897 წელს შატბერდში გადაწერილი, თარიღიან ოთხთავებს შორის უძველესი ადიშის ოთხთავი; მესტიის (1033წ.), ლაბსყალდისა (XIIს.) და იენაშის (XIIIს.) ოთხთავები.
ხელნაწერთა კოლექციაში ასევე დაცულია X საუკუნის იერუსალიმის განჩინება (ლატალის ლექციონარი) და X-XI საუკუნეების, გამორჩეული კალიგრაფიული ნუსხურით შესრულებული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები; წვირმის, იელის, ადიშის იადგარები. მათში VIII-X საუკუნეების ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის უძველესი ქართული თარგმანებია თავმოყრილი. აქვეა, ხეზე დაწერილი საბუთები (XIV-XVსს) და ძველნაბეჭდი წიგნები (XVIII-XIXსს.), მათ შორის ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი თუენი (XVIIIს.).
სვანეთის ტრადიციული ყოფა მუზეუმში მრავალმხრივ არის წარმოდგენილი: XIX საუკუნის ფოტოებით; სვანური საცხოვრისის ელემენტებით (კერია, ორნამენტებით შემკული ხის საკარცხულები, სკივრები, ჭურჭელი); სამეურნეო და საბრძოლო იარაღით, სამკაულებით და, რაც მთავარია, მესტიასა და უშგულში მდებარე კოშკებით, რომლებიც დღემდე ინახავს აქაურთა საუკუნოვან რწმენა-წარმოდგენებს.
***
მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიზანია რეგიონის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაცია. პროგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, შემეცნებით თამაშებს, ლექცია-საუბრებს, შეხვედრებს მეცნიერებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს და ა.შ.
მუზეუმი მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს ოჯახებს, 3-დან 17 წლამდე სტუმრებსა და ზრდასრულ დამთვალიერებლებს. პროგრამები აგრეთვე განკუთვნილია სვანეთში არსებული საზაფხულო სკოლების, სპორტ-სკოლებისა და ბანაკების მონაწილეთათვის.
მესტიის მუნიციპალიტეტის დახმარებით მოხდება ბავშვების ჩამოყვანა მაღალმთიანი სოფლების სკოლებიდან. დაგეგმილია ასევე მუზეუმის გარეთ მოქმედი პროგრამები, როგორიცაა მოძრავი საგანმანათლებლო გამოფენები და საველე ექსკურსიები, რომელთა მიზანია ისტორიის, ფლორის, ფაუნის, ეკოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის და სხვა საკითხებისადმი ინტერესის გაღრმავება.
გარდა ზოგადი ცოდნის მიღებისა, სამუზეუმო სწავლება ხელს უწყობს მოზარდებში ისეთი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაცია და წარმოსახვა, დამოუკიდებლად მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარები. ჩვენი მიზანია მუზეუმი ახალგაზრდებისთვის იყოს სიხარულისა და შთაგონების ადგილი, მათში აღვივებდეს ინტერესსა და შემოქმედებითობას, ამასთანავე ეხმარებოდეს მათ სამყაროს აღქმასა და შემეცნებაში.
მედიათეკა წარმოადგენს თანამედროვე ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც ვიზიტორი გაეცნობა უახლეს ლიტერატურასა და ისარგებლებს უფასო ინტერნეტით.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სვანეთის მუზეუმის მედიათეკის სამკითხველო დარბაზი 200-ზე მეტი წიგნით შეივსო. კვლევითი ინსტიტუტებისა და ქართველი გამომცემლების მიერ გადმოცემული წიგნები განკუთვნილია სხვადასხვა ინტერესისა და ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის, რაც ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონის მოსახლეობის უახლესი ლიტერატურის ხელმისაწვდომობას.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, გამომცემლობებს - არტანუჯი, ინტელექტი, საუნჯე, ბაკმი, შემეცნებასა და პალიტრა L-ს.