- მუზეუმები
- მუზეუმი
- საქართველოს მუზეუმი
- საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია
- ეროვნული გალერეა
- ხელოვნების მუზეუმი
- თბილისის ისტორიის მუზეუმი
- ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
- სიღნაღის მუზეუმი
- დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი
- ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
- სვანეთის მუზეუმი
- ბოლნისის მუზეუმი
- სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი
- ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი
- ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
- მ. თოიძის სახლ-მუზეუმი
- ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
- უ. ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი
მუზეუმი
სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე ჯავახეთის მუზეუმის განახლებული საგამოფენო სივრცეების გახსნაზე - გამოფენაში ჩაერთო რეგიონში ახლადაღმოჩენილი ექსპონატები, ექსპოზიცია ტექნიკურად განახლდა და აღიჭურვა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემით.
მუზეუმის კვირეული: ბალკანეთის ხელნაწერთა მემკვიდრეობა: VI-XVIII საუკუნეები
2016 წლის 19 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში ბულგარეთის საელჩოსთან თანამშრომლობით გიწვევთ გამოფენის გახსნაზე „ბალკანეთის ხელნაწერთა მემკვიდრეობა: VI-XVIII საუკუნეები". გამოფენა იმართება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში და ეძღვნება „ევროპის დღეებს საქართველოში".
სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ექსპოზიცია
განახლებული სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა.მუზეუმში თავმოყრილია მესხეთის ისტორიული მოვლენების ამსახველი არქეოლოგიური, ისტორიული, ეთნოგრაფიული, პალეონტოლოგიური, პალეოგრაფიული, ნუმიზმატიკური, ნარატიული და არქიტექტურული მასალები.
სამცხე-ჯავახეთის განახლებული მუზეუმი
ი. ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი დამთვალიერებელთა წინაშე განახლებული სახით წარსდგა. მუზეუმის საგამოფენო დარბაზებსა და საცავში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სრულიად შეიცვალა შიდა სივრცე. დამონტაჟდა კლიმატ-კონტროლის სისტემები.
სამუშაო საათები
სამშაბათი - კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.
მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.
არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.
ბილეთების საფასური
ზრდასრული | 3ლ |
სტუდენტი | 0.5ლ |
სკოლის მოსწავლე | 0.5ლ |
პენსიონერი | 0.5ლ |
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები | 1ლ |
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები |
1ლ |
*გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
- 6 წლამდე ბავშვებისთვის
- მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი)
- ICOM-ის წევრებისთვის
- „Culture Card" ბარათების მფლობელთათვის
- ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის
- საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის
- მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის
- მხატვართა კავშირის წევრებისთვის
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და მისი თანმხლები პირისთვის
- სოციალურად დაუცველი პირებისთვის
- იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის
- საბავშო და სასკოლო ჯგუფების თანმხლები ორი მშობლისთვის.
გიდის თანხლებით ტურების საფასური
1 საათი - 10/20 ლარი
გიდის მომსახურება წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, თურქულ და ფრანგულ ენებზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
ახალციხე, რაბათის ციხე, პეტრე ხარისჭირაშვილის ქუჩა 1
ტელ.: + (995 32) 299 71 76
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge
სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 1930 წელს დაარსდა როგორც მუზეუმ-არქივი. 1937 წელს იგი ადგილობრივ მუზეუმად გარდაიქმნა - არსებულ კოლექციას რეგიონის ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალაც შეურთდა. 2012 წლიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებული სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილს წარმოადგენს.
სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, ეთნოგრაფიული მასალა და ფოტო-დოკუმენტები. მუზეუმში წარმოდგენილია მესხეთის ისტორიის ამსახველი არქეოლოგიური, პალეოგრაფიული, პალეონტოლოგიური, ნუმიზმატიკური, ნარატიული და არქიტექტურული მასალა, რაც წარმოდგენას გვიქმნის მესხეთის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს ლანდშაფტსა და გარემოზე, კულტურასა და რიტუალზე, სოციალური იერარქიის საწყისებზე, წარმართობასა და ქრისტიანობაზე, განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურასა და მწერლობაზე. განსაკუთრებული ადგილი ქართულ ლაპიდარულ ნიმუშებსა და ხალიჩა-ფარდაგების გამოფენებს ეთმობა. გამოფენას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გასდევს მესხეთის ტერიტორიაზე განვითარებული ისტორიული მოვლენების უწყვეტი ხაზი უძველესი დროიდან XX საუკუნემდე.
დღეისათვის მუზეუმის ფონდებში 25 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.