Museum - მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მუზეუმი

Share
2017-12-07

გიგო გაბაშვილი 155

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ გიგო გაბაშვილის საიუბილეო-რეტროსპექტულ გამოფენაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. 

2017-11-10

გზაჯვარედინი - საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „გზაჯვარედინი - საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება". 

2017-09-15

„უკანასკნელი ფურცელი - იური დოიჩისა და კატია კრაუსოვას ფოტოგრაფიული მოგზაურობა"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სლოვაკეთის საელჩო საქართველოში გიწვევთ გამოფენაზე „უკანასკნელი ფურცელი - იური დოიჩისა და კატია კრაუსოვას ფოტოგრაფიული მოგზაურობა" შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. 

2017-08-03

,,ედემი" - როჯერ ვონ გუნტენი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ თანამედროვე მექსიკელი არტისტის, როჯერ ვონ გუნტენის გამოფენაზე ,,ედემი' შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. 

2017-06-26

ნინო წერეთლის 115 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის დაბადებიდან 115 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. 

2017-05-11

მუზეუმის კვირეული: ზიგა ვალიშევსკი 120

2017 წლის 17 მაისს, 17:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, გიწვევთ ზიგა ვალიშევსკის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე.  

2017-04-03

XX საუკუნის I ნახევრის ქართული მხატვრობა

2017 წლის 6 აპრილს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „XX საუკუნის I ნახევრის ქართული მხატვრობა". 

 

 

2017-03-02

შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან

2017 წლის 6 მარტიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან".  

2017-01-10

უფლისციხე 60

2017 წლის 16 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების გამოფენაზე. ექსპოზიცია ეძღვნება არქეოლოგ დავით ხახუტაიშვილის დაბადებიდან 93 წლის იუბილეს.  

 

 

2016-12-21

ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა

2016 წლის 21 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა".   

2021-05-07

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის სამოქმედო გეგმა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი მრავალი პრობლემის წინაშე დგას და მათი გადაწყვეტა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.

 

 

2017-10-17

უკანასკნელი ფურცელი - მოგზაურობა ისტორიულ მეხსიერებაში

20 ოქტომბერს, 16:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე გამოფენის ,,უკანასკნელი ფურცელი" ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა გამოფენის კურატორთან, ხელოვნებადმცოდნე ლელა წიწუაშვილთან. 

2015-02-03

საჯარო ლექცია - ,,ინდოსტანის სინამდვილიდან ქართულ წარმოსახვამდე"

2015 წლის 3 თებერვალს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ პროფესორ ივანე მენთეშაშვილის ლექციას სახელწოდებით: ,,ინდოსტანის სინამდვილიდან ქართულ წარმოსახვამდე".

2013-12-11

ლექცია ,,კანდინსკი და „პირველი აბსტრაქცია“.

2013 წლის 12 და 17 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და გოეთეს ინსტიტუტი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ქეთევან კინწურაშვილის ლექციებზე - ,,კანდინსკი და პირველი აბსტრაქცია".

ძვირფასო დამთვალიერებლებო!

გაცნობებთ, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის საგამოფენო დარბაზში მწყობრიდან გამოვიდა ვენტილაცია-კონდიცირების აგრეგატი, რის გამოც დაიხურა საგანძურის ექსპოზიცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის!

 

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

საგანძურის სამუშაო საათები - სამშაბათი-კვირა 11:00-დან 17:00 საათამდე,

ბოლო ვიზიტორი დაიშვება 16:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები. 


ბილეთების საფასური

ზრდასრული 3ლ
სტუდენტი 0.5ლ
სკოლის მოსწავლე 0.5ლ
პენსიონერი  0.5ლ
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები 1ლ

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები

1ლ

*გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი


ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: 

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის
  • მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი)
  • ICOM-ის წევრებისთვის
  • „Culture Card" ბარათების მფლობელთათვის
  • ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის
  • საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის
  • მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის
  • მხატვართა კავშირის წევრებისთვის
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და მისი თანმხლები პირისთვის
  • სოციალურად დაუცველი პირებისთვის
  • იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის
  • საბავშო და სასკოლო ჯგუფების თანმხლები ორი მშობლისთვის. 

ბილეთები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონულად, ვებგვერდზე biletebi.ge


გიდის თანხლებით ტურების საფასური
(1 ჯგუფი – 10 ადამიანი)

სასკოლო ჯგუფი 10 ლარი
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 25 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) 45 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) 60 ლარი
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით 200 ლარი

გიდის მომსახურება თითქმის ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.


გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე. 

გარდერობი არ იბარებს:

  •  ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  •  ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  •  ძვირფას ნივთებს

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.


ვიზიტ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურში:

ვიზიტის დაგეგმვისას, გთხოვთ, გაეცნოთ ექსპონატთა უსაფრთხოებისა და ტურების სათანადო წარმართვის მიზნით დადგენილ წესებს:

  • ექსპოზიცია ღიაა  დამთვალიერებელთათვის 10.30-დან 17.30 -მდე. ბოლო ჯგუფი შედის 16.45 წთ-ზე;
  • ტურის დაგეგმვა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ჩაწერის საფუძველზე (დაგეგმილ ვიზიტამდე არა უგვიანეს სამი დღით ადრე), როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური საექსკურსიო მომსახურებისათვის  ელ-ფოსტით მისამართზე: finearts@museum.ge  ან ტელეფონით: 2 988-246;
  • ტური ტარდება მხოლოდ მუზეუმის გიდის თანხლებით;
  • 1 ჯგუფში დამთვალიერებელთა მაქსიმალური რაოდენობა არის 10 ადამიანი;
  • ტურებს შორის დაცულია15-20 წუთიანი ინტერვალი;
  • ექსპოზიციაში შესვლამდე დამთვალიერებელი ვალდებულია ხელბარგი დატოვოს მუზეუმის გარდერობში.
  • სკოლის მოსწავლეთათვის ტურის დაგეგმვისას 10 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს ზრდასრული თანმხლები პირი.  

რჩევები და წესები:

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია:

  • მუზეუმის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე ნებისმიერი ტიპის ფოტო და ვიდეო გადაღება;
  • მობილური ტელეფონის, ნებისმიერი ტიპის სითხის, მჭრელი საგნების შეტანა;
  • გიდისა და ჯგუფისგან მოწყვეტით დამთვალიერებელთა დამოუკიდებელი მოძრაობა  საექსპოზიციო დარბაზებში.
  • ცეცხლსაშიში ნივთების, ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის  ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად  დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

მაღაზია

გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.


საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1     
ტელ.: + (995 32) 299 99 09
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge

1920 წელს დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა. ამ ფაქტს აღფრთოვანებით შეხვდა იმდროინდელი საზოგადოება, რამაც განსაზღვრა კიდეც გალერეის შემდგომი ბედი. საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ინტერესის, მხარდაჭერისა და გალერეის მესვეურთა ძალისხმევის შედეგად ეროვნული გალერეა ერთ–ერთ მნიშვნელოვან კერად იქცა, სადაც ქართული კულტურის ძეგლთა თავმოყრა დაიწყო.

1932 წელს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, ეროვნული გალერეის რეორგანიზება მოხდა და მის ბაზაზე სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაფუძნდა, სადაც თავი მოიყარა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებების, აგრეთვე თბილისის უნივერსიტეტის ძველი ქართული ხელოვნების კოლექციებმა.

1933 წელს მუზეუმისათვის მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო შენობა, რის გამოც მომდევნო წლებში მას ხელოვნების მუზეუმ "მეტეხად" მოიხსენიებდნენ. მუზეუმის პირველი დირექტორი გახლდათ დიმიტრი შევარდნაძე.

1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლით 1921 წელს მენშევიკური მთავრობის მიერ საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძური საქართველოს დაუბრუნდა, რომლის დიდი ნაწილიც ხელოვნების მუზეუმს გადაეცა.

1950 წლიდან მუზეუმი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმად იწოდებოდა. ამავე წელს მას გადასცეს შენობა, რომელშიც დღემდეა განთავსებული. ეს გახლავთ რუსული ამპირის სტილის ნაგებობა, რომელიც 1838 წელს აშენდა და მასში ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასულიერო სემინარია იყო განთავსებული.

მუზეუმის შემდგომი აღმავლობა მნიშვნელოვან წილად დაკავშირებულია მისი დირექტორის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან.

2004 წლიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია და მიმდინარე რეფორმების პირობებში კვლავაც განაგრძობს კოლექციების ექსპონირებას, კვლევასა და დაცვას.

მუზეუმის საგანძურში გამოფენილია ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილებისა და ნაქარგობის უნიკალური ნიმუშები. მნახველთა ყურადღებას იპყრობს ძველი ქართული კედლის მხატვრობა , ქართველ მხატვართა შედევრები, რუსული, ევროპული და აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძეგლები.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკა საქართველოში არსებულ ბიბლიოთეკათაგან ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან აქ დაცულია მრავალი უნიკალური წიგნი თუ პერიოდული გამოცემა. მათი თავმოყრა და აქ დაუნჯება ბიბლიოთეკის არაერთი თაობის თანამშრომელთა შრომის შედეგია.