Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

დიდი მიქსი

 15/02/2012

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გიათორთლაძის ფოტოგამოფენას ,,დიდი მიქსი'.
გამოფენაზე წარმოდგენილია მთამსვლელის, არქეოლოგის, მეცნიერებათა დოქტორის,საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოტოგრაფის გია თორთლაძის მიერ სხვადასხვაექსპედიციებსა და მოგზაურობებში გადაღებული ფოტოები _ აფრიკაში, ჩრდილოეთ დასამხრეთ ამერიკაში, ტიბეტში, ტაილანდში, ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში.
გია თორთლაძე მრავალმხრივი შემოქმედებითი ინტერესების მქონე მოგზაურია. იგი ავტორია დოკუმენტური კინოსერიალის ,,საქართველოს მთამსვლელთა ქრონიკები" (1998 წ.) და დოკუმენტური ფილმების, ,,ნეპალ-ტიბეტი" (1992), ,,ჩო-ოიუ-შიშა პანგმა" (1996), ,,ანდები" (1996), ,,კილიმანჯარო" (1997 წ.), ,,ევერესტი" (1999), ,,ბაი ჩე ჩე კეი" (2000), ,,ევერესტი" (2001 წ), ,,პირინეები" (2002 წ), ,,მანასლუ" (2006 წ). გამოფენის იდეაც ამ ადგილების დალაშქვრის შედეგად გაჩნდა.
,,დიდი მიქსი" გულისხმობს არა მხოლოდ ლანდშაფტისა და ზოგადად გეოგრაფიული ადგილების ფიქსირებას, არამედ ასახავს მოსახლეობის ყოფას, ჩვენთვის სრულიად უცნობ გარემოში. წარმოდგენილი ფოტოების საშუალებით, დამთვალიერებელი ნახავს გარემოს და ადამიანთა საცხოვრისს, დანახულს გია თორთლაძის თვალით, მსოფლიოს მიუწვდომელ წერტილებში, დაფიქსირებულს ემოციაში, მოძრაობაში, უჩვეულო სივრცეში და სხვადასხვა დროში.
მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა.