Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

კოლხეთის საგანძური ვაშინგტონში

 21/03/2012

2007 წლის 30 ნოემბერს ვაშინგტონში, სმითსონიანის ინსტიტუტის არტურ მ. საკლერის გალერეაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდის ექსპოზიციის გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით"The Golden Graves of Ancient Vani".

გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ: ლეონ ლევის ფონდი, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საელჩო აშშ, კანადასა და მექსიკაში.

პროექტ «ქართული სეზონის» ფარგლებში აღნიშნული გამოფენა ევროპის სამ ქალაქში: ბერლინში, პარიზსა და ნიცაში იყო გამოფენილი. ვაშინგტონის გამოფენა უფრო მასშტაბური იყო. წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი ექპონატი.

ვაშინგტონის გამოფენა ბევრად უფრო ფართო იყო, ვიდრე ევროპის გამოფენები. ექსპონირებული იყო 83 ოქროს, 57 შერეული მეტალისა და სხვა მასალისაგან დამზადებული ნივთი, მათ შორის ვანის მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატი ძვ. წ. II საუკუნით დათარიღებული ჭაბუკის ტორსი.არტურ საკლერის გალერეაში წარმოდგენილი იყო კოლხური ცულები, მცირე ზომის ქანდაკებები, საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების ნივთები, სამკაული, მონეტები, ბალთები.

გამოფენა 31 დეკემბრამდე გაგრძელდა შემდეგ კი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გადაინაცვლა.