- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
კოლხეთის საგანძური ჰიუსტონში
21/03/2012
2008 წლის 21 ივლისიდან 1 სექტემბრამდე ჰიუსტონის ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობდა გამოფენას "ღვინის კულტი და მსხვერპლთშეწირვა, ანტიკური ვანისოქროს სამარხები".
ჰიუსტონის ხელოვნების მუზეუმი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზეპოპულარული მუზეუმია, რომელსაც ყოველწლიურად 2.5 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
ტეხასის პირველი მუზეუმი 1900 წელს არქიტექტორ უილიამ უარდ უიოტკინის მიერ იქნააგებული. მუზეუმის კოლექციებში დაცულია 56,000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძვ. წელთაღრიცხვის IV-V საუკუნეებით დათარიღებულიასზე მეტი ნივთი: ბეჭდები, დიადემები, თავსამკაულები, სასაფეთქლეები, ყელსაბამები,სამაჯურები, სხვადასხვა სახის მძივები, კოლხური ცულები, მონეტები, ბალთები,ბრინჯაოსა და რკინის ქანდაკებები, რომლებიც რელიგიურ რიტუალებში გამოიყენებოდა.ასევე პირველად იყო ექსპონირებული ჰერაკლეს კვანძის დიადემის ნაწილები.
გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ანტიკური სამყაროსკვლევის ინსტიტუტი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტისსამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.