Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ბავშვები ქართულ მხატვრობაში

 01/06/2026

ეროვნული გალერეა

ბავშვები ქართულ მხატვრობაში

2 ივნისს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა ბავშვები ქართულ მხატვრობაში.

გამოფენის ბავშვები ქართულ მხატვრობაში კონცეფცია ეფუძნება ბავშვის, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების, მხატვრულ გააზრებას. ექსპოზიცია წარმოაჩენს, თუ როგორ აისახება ბავშვის თემა ქართულ მხატვრობაში სხვადასხვა ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. ამასთანავე, საგამოფენო თხრობა დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, დააკვირდეს ქართული სახვითი ხელოვნების სტილისტურ ევოლუციას XIX საუკუნის დასასრულიდან დღემდე.

პროექტი აერთიანებს ქართული ხელოვნების საეტაპო ავტორების ნამუშევრებს. მათ შორის არიან ქართული რეალისტური ფერწერის ფუძემდებლებიალ. ბერიძე, ალ. მრევლიშვილი, . გაბაშვილი, . თოიძე; მოდერნიზმის წარმომადგენლები. ფიროსმანაშვილი, . გუდიაშვილი, . კაკაბაძე, . სიდამონ-ერისთავი, . ქიქოძე, . ვარლამიშვილი; აგრეთვე მხატვრები, რომლებმაც საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიური შეზღუდვების პირობებშიც შეძლეს ინდივიდუალური სახვითი ენის შენარჩუნება და მაღალი მხატვრული ღირებულების ნაწარმოებების შექმნა. ქობულაძე, . აბაკელია, . ერისთავი, . მირზაშვილი, . აბრამიშვილი და სხვები. გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს თანამედროვე მხატვართა ნამუშევრებსა, რომლებშიც ბავშვის თემასთან დაკავშირებული ჩვენი დროის აქტუალური საკითხები აისახება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის . ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების  სახელმწიფო მუზეუმისა და  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებში, ასევე ფონდ ათინათის კოლექციებში დაცული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ინიციატივით ხორციელდება. იგი ერთგვარი შეხსენებაა, რომ საზოგადოების ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა არის ბავშვებისთვის უსაფრთხო, ღირსეული და ინკლუზიური გარემოს შექმნაგარემოსი, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება განვითარების, შემოქმედებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

 

გამოფენა გაგრძელდება 5 ივლისის ჩათვლით.