- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
თურქული კულტურის ნაკვალევი
07/06/2021
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი მასპინძლობს თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის გამოფენას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თურქული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი 70-მდე ნამუშევარი, მათ შორის 10 ფოტო ეძღვნება ქალაქ სტამბოლში მდებარე თოფქაფის სასახლეს. გამოფენის საშუალებით, ვიზიტორები შეძლებენ გაეცნონ თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
ექსპოზიცია „თურქული კულტურის ნაკვალევი" იმართება თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში.
გამოფენის მიზანია ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობა, კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება.
გამოფენის ხანგრძლივობა: 8-18 ივნისი, 2021
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. #8
რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის