-
- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
კაცობრიობის ფესვები
17/05/2012
8 ივლისიდან 19 ნოემბრამდე პირველი ევროპელის თავის ქალა (ზეზვა), რომელიც 1 მილიონ 800 ათასი წლით თარიღდება, რაინის სამხარეო მუზეუმში ექსპოზიციაზე “კაცობრიობის ფესვები” (Roots-Wurzeln der Menschheit) გამოფინეს.
აღნიშნული თავის ქალა 26 ივნისს გერმანიის ქალაქ ბონში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ჩაიტანეს. ამ ფაქტმა გერმანულ პრესაში ფართო გამოხმაურება ჰპოვა.
დაიდო ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და რაინის სამხარეო მუზეუმს შორის, რომელიც ითვალისწინებს მუზეუმებს შორის ფართო თანამშრომლობას, მათ შორის ქართველი მეცნიერების ექვსკვირიან სტაჟირებას, რომელთა ხარჯებს მთლიანად გერმანიის მხარე დაფარავს.



