Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ელენე ახვლედიანი - დაბადებიდან 113 წელი

 23/03/2012

ელენე ახვლედიანის (1898-1975) შემოქმედებას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადეგილი უჭირავს. მხატვრის ინდივიდუალიზმი ყველაზე ნათლად პეიზაჟურ ფერწერაში გამოვლინდა, რადგან იგი იყო ფერწერის რეალისტური ჟანრის მიმდევარი და უპირატესობას ნატურიდან მუშაობას ანიჭებდა.

ელენე ახვლედიანი იყო საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საზოგადო მოღვაწე. თავის სახელოსნოში აწყობდა გამოფენებს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ სახლ-მუზეუმად იქცა. მისი ბინა-სახელოსნო ერთგვარი კლუბიც გახლდათ, სადაც იკრიბებოდნენ მსახიობები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები.მუსიკალურ საღამოებზე გამოდიოდნენ ჰენრიჰ ნეიგაუზი, სვიატოსლავ რიჰტერი, ანდრია ბალანჩივაძე, ელისო ვირსალაძე, მარია გრინბერგი, მომღერალი ნინა დორლიაკი.

18 აპრილს 13.00 საათზე ელენე ახვლედიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით მის სახლ-მუზეუმში გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრის ალეკო ვასაძის საფორტეპიანო მუსიკალური კონცერტი. მისამართი: ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი. ლ. ქიაჩელის ქ.#12.