Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ევროპული არქეოლოგიის დღეები

 13/06/2024

 

2024 წლის 14-16 ივნისს აღინიშნება ევროპული არქეოლოგიის დღეები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება აღნიშვნას და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია ღონისძიებები ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (14 ივნისი), ბოლნისის მუზეუმში (14 ივნისი), და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში (15-16 ივნისი).

 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ განრიგი:

                                                     

ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი:

14 ივნისი, პარასკევი

 

  •         13:00 – 14:00 - ქვის ხანა საქართველოში: ქვის ხანის დარბაზის დათვალიერება და ტური კურატორის თანხლებით. ასაკი - 10-14 წელი 
  •         14:00 – 14:40 - საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „იპოვე ცხოველთა გამოსახულებები ოქროს ფონდში“. ასაკი - 8-12 წელი

 

 ბოლნისის მუზეუმი:

14 ივნისი, პარასკევი 

  • 12:00 - სახალისო თამაში "მოძებნე ექსპონატი საგამოფენო სივრცეში" ( ხანგრძლივობა 35 წუთი)
  • 12:40 იმიტირებული არქეოლოგიური ექსპედიცია (40  წუთი)
  • 13:15 კერამიკის რესტავრაცია, ჩახატვა (35 წუთი)

 

ევროპის არქეოლოგიის დღეები - 15.06.2024 – 16.06.2024


ვანის არქეოლოგიური მუზეუმი:

15 ივნისი, შაბათი

  • პროგრამის სახელწოდება: რას მოგვითხრობენ არტეფაქტები                                

              მონაწილეები: სკოლის მოსწავლეები

             პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან:

ნაწილი 1. მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში, მონაწილეები გაეცნობიან ვანის ნაქალაქარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  გამოვლენილ  ძვ.წ.VIII-I სს-ით დათარიღებულ არქეოლოგიურ მონაპოვრებს, მათი აღმოჩენის ისტორიას და მნიშვნელობას ანტიკური სამყაროს შესწავლის საქმეში. ასევე, გაეცნობიან ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში წარმოდგენილ დროებით გამოფენას „ეტრუსკების სამყარო“, რომელიც მოიცავს არქეოლოგიურ მასალას იტალიის სამი მუზეუმიდან: კიანჩანოს, კიუზის და ფლორენციის მუზეუმების კოლექციებიდან. აღნიშნული ექსპოზიცია მნახველს შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს რომამდელ პერიოდში იტალიის ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე განვითარებულ ცივილიზაციას,  ეტრუსკების ყოფასა და სარწმუნოებას, დამწერლობას,  კავშირებს ეტრუსკულ და კოლხურ კულტურებს შორის, ეტრუსკების განსაკუთრებულ ინტერესს არგონავტების მითისადმი და მათ მიერ სრულიად განსხვავებულად გააზრებული კოლხი მედეას ჯერ კიდევ ამოუცნობ ფენომენს.

ნაწილი 2. პროგრამის საპრეზენტაციო ნაწილის - „უძველესი თამაშები“ - საშუალებით, ბავშვები  გაეცნობიან უძველეს თამაშებს მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტების მიხედვით. თამაშები ცნობილია თითქმის ყველა კულტურისა და ცივილიზაციისათვის, რომელთაც დიდი ინტერესით თამაშობდნენ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები, ეტრუსკები, რომაელები, კოლხები, იბერები .... და ასევე, თანამედროვე სამყაროშიც არ დაუკარგავთ პოპულარობა.

ბავშვები ჩაერთვებიან სახალისო აქტივობაში „რომაული თამაში“.

 

  • დიონისე და კოლხეთი

 (ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში წარმოდგენილი არტეფაქტების და მითოლოგიის მიხედვით)

 

16  ივნისი, 2024

  •  სამკაული კოლხეთიდან

(ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული ექსპონატების მიხედვით)

მონაწილეები: მოსწავლეები

  •  დაკრძალვის წესები კოლხებსა და ეტრუსკებში

 

პროგრამებში მონაწილეობა უფასოა