Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

 31/05/2024

 

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

 

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ბავშვებისა და მათი თანმხლები პირებისათვის ვიზიტი და ტურებზე დასწრება თავისუფალია

 

ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმი გთავაზობთ შემდეგ პროგრამებს:

 

12:00 ბუნების მრავალფეროვნება

14:00 ბუნების მრავალფეროვნება

16:00 ბუნების მრავალფეროვნება

(6-12 წლის ასაკისათვის)

პროგრამის ხანგრძლივობა: 45 წთ

 

პროგრამის აღწერა: პროგრამის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ  ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მიმდინარე გამოფენა ,,კავკასიის ბიომრავალფეროვნება".

თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ გამოფენაზე წარმოდგენილია კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნება: გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები -მინერალები, ქანები, ნამარხი უხერხემლო ცხოველები, ფაუნა, უმაღლესი და უმდაბლესი მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშები, მოლუსკები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები, ყველაფერი ის, რაც სრულყოფილად ასახავს საქართველოს და, ზოგადად, კავკასიის რეგიონის ფლორისა და ფაუნის ევოლუციურ განვითარებას.

მუზეუმის საგანმანათლებლო დარბაზის დათვალიერებას შეძლებთ გიდი-პედაგოგის თანხლებით.

პროგრამას გაუძღვებიან ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის გიდი-პედაგოგები: მარიკა ცუცქირიძე და ლელა ნიკურაძე

 

12:00 არქეოლოგიური საგანძური

14:00 არქეოლოგიური საგანძური

16:00 არქეოლოგიური საგანძური

(10-16 წლის ასაკისათვის)

პროგრამის აღწერა: მუზეუმის საგანმანათლებლო დარბაზის დათვალიერება გიდი-პედაგოგის თანხლებით

 

ექსპოზიციაზე გაეცნობით  საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ოქრომჭედლობის ნიმუშებს, რომლებიც წარმოაჩენს ქართული კულტურის განვითარების გზას ძვ.წ.აღ. III ათასწლეულიდან ახ.წ.აღ. IV საუკუნემდე. 

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა გამოფენაზე იხილოს ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები: ოქროსა და ვერცხლის სამკაულები - დიადემები, თავსამკაულები, სასაფეთქლეები, საყურეები, სამაჯურები, ძვირფასი თვლებით შემკული ყელსაბამები და ბეჭდები, აგრეთვე ოქროს, ვერცხლისა და მინის ჭურჭელი, მცირე ზომის ქანდაკებები, სარიტუალო დანიშნულების ნივთები, იარაღი და სხვა. 

________________________________________________________________________________

15:00  საგანმანათლებლო- შემეცნებითი პროგრამა - აღმოაჩინე ცხოველთა გამოსახულებები ოქროს ფონდში " (10-14 წლის ასაკისათვის )

პროგრამის ავტორი: ცისია კილაძე

პროგრამის ხანგრძლივობა: 40 წთ

აღმოაჩინე ცხოველთა გამოსახულებები ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდში. ცხოველთა გამოსახულებები შესაძლოა სრულიად სხვადასხვანაირი იყოს - მცირე ქანდაკებები, რელიეფები, სამკაული ან სარტყელზე გამოსახული ცხოველები, მომცრო ან დიდი ზომის ფიგურები, ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მასალით შესრულებული.  ცხოველები ძველი ოსტატების შთაგონების წყაროა. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმდროინდელი ადამიანის რწმენა-წარმოდგენების სფეროში და თითქმის ყოველთვის გარკვეული სიმბოლური და რელიგიური დანიშნულება ჰქონდათ . ჩვეულებრივი ცხოველების გარდა აქ შეგხვდებათ ფანტასმაგორიული არსებები, რომლებიც სხვადასხვა ცხოველების ნიშან-თვისება მოიცავენ და აერთიანებენ თავის თავში. მაგალითად, ადამიანის ფიგურები, რომელთაც ცხოველის თავი აქვთ. ზოგჯერ ისინი ამ ნივთებზე უცნაურ არსებებად გვევლინებიან, ზოგჯერ კი ყველსათვის ნაცნობი ცხოველები არიან.

 

 ____________________________________________________________________________

14:00  1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

(10-16 წლის ასაკისათვის )

პროგრამის აღწერა:

საგანმანათლებლო დარბაზის დათვალიერება პედაგოგის  თანხლებით, პროგრამა ინტერაქტიური ხასიათისაა და ითვალისწინებს მოსწავლეთა ჩართულობას  დათვალიერების პროცესში.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ქვის ხანა (1.77 მლნ. წ. - 8 ათასი წ.) და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი ანთროპოლოგიური მასალა, რომელიც ადამიანის ევოლუციის დროში განვითარებას ასახავს.

 

დარბაზის დათვალიერების შემდეგ გაიმართება ლექცია-დისკუსია ბავშვთა საერთაშორისო დღესთან და მათ უფლებებთან დაკავშირებით.

პროგრამის ავტორი: გია თოდუა

პროგრამის ხანგრძლივობა: 45 წთ