- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
საჯარო ლექცია - „ისლამური კოლექციები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის
ორგანიზებით, 2024 წლის 16 თებერვალს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში
ჩატარდა საჯარო ლექცია - „ისლამური კოლექციები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“ რომელიც წაიკითხა ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნე ირინე კოშორიძემ.
ლექციას ესწრებოდნენ ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის (იმსა) წევრი პედაგოგები და ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის მოსწავლეები.
საჯარო ლექცია ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო
ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „სხვა“ დმანისის ისტორია:
არაბობიდან ქართულ რეკონსტრუქციამდე (VII-XII საუკუნეების დმანისის ისტორიისა
და კულტურის ინტერდისციპლინარული კვლევა ნაქალაქარის არქეოლოგიური
ძეგლებისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების მიხედვით” N FR-21-
3638/ ფარგლებში (ხელმძღვანელი ნ. დემურიშვილი).16 თებერვალი 2024 საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში.