- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
ნიკა ემხვარის გამოფენა „სარა ბარა ბზია ბზბოიტ - მე შენ მიყვარხარ“
2022 წლის 18 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი)სიღნაღის მუზეუმში იმართება ახალგაზრდა აფხაზი მხატვრის ნიკა ემხვარის გამოფენა „სარა ბარა ბზია ბზბოიტ - მე შენ მიყვარხარ“.
ნიკა ემხვარის აბსტრაქტულ ნამუშევრებში ასახულია სიყვარულის, ყოფიერების, მშვენიერების თემები. გამოფენის კონცეფცია ეფუძნება სიყვარულის იდეას, რომელიც მხატვრისეული განმარტებით, უდიდესი ძალაა, რომელსაც გავლენის მოხდენა შეუძლია ისეთ მძიმე საკითხზეც კი, როგორიცაა ომი. ამგვარად, ნიკა ემხვარის პერსონალური გამოფენა სიყვარულის თემით ეხმიანება აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნიკა ემხვარის 30 ფერწერული ნამუშევარი. დაგეგმილია მხატვრის მასტერ-კლასი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის.
აფხაზი მხატვრის ნიკა ემხვარის პერსონალური გამოფენა განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით.