- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და გენერალი გიორგი კვინიტაძე“ - ოთარ ჯანელიძის ტური
8 ივნისს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ოთარ ჯანელიძის ტური - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და გენერალი გიორგი კვინიტაძე“.
ტურის განმავლობაში საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ ეროვნული გმირის, ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწის – გენერალ გიორგი კვინიტაძის (1874-1970) მემორიალური ნივთები, რომლებიც ეროვნულ მუზეუმს ახლახანს გადმოეცა გენერლის შთამომავლებისგან. საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო სივრცეში კი გაეცნობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის, ხელისუფლების ემიგრაციაში გახიზვნისა და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ისტორიას.
გენერალ გიორგი კვინიტაძის მემორიალური ნივთების გამოფენა
ლექციაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
*დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი | შ. რუსთაველის გამზ. 3 ტურზე დასწრება თავისუფალია!