- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
31/05/2021
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ეროვნული სასახლე და ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობ აქტივობებს გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
პროგრამა
- 12:00, 13:00 და 14:00 საათებზე გაიმართება ტურები ეთნოგრაფიული მუზეუმის ისტორიის შესახებ;
- გამოიფინება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების აღსაზრდელების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები;
- მოეწყობა აუდიო-ვიზუალური მიმართულების ფოტოგამოფენა;
- შემეცნებით პროგრამებს წარმოადგენენ ეროვნული სასახლის ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის მიმართულების სპეციალისტები, სამეცნიერო კუთხე და თბილისის ამერიკული კუთხე;
- 15:00 საათზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების ანსამბლები: მევიოლინეთა ანსამბლი ,,სიმი"- ხელმძღვანელი ლენა ცარციძე; ანსამბლი „საუნჯე“ - ხელმძღვანელი ლევან ქორიძე; ვოკალური (მოსამზადებელი) ჯგუფი - ხელმძღვანელი მანანა ბალამწარაშვილი.
მისამართი: თბილისი, მერაბ ბერძენიშვილის 25 | კუს ტბის გზატკეცილი
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!
#ამოდიეთნოგრაფიულში