- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: საგანმანათლებლო პროგრამა "მერანი"
18-25 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ეროვნული მუზეუმის ფესტივალს.
19 მაისს, 14:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში და ლადო გუდიაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნულ გალერეაში გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას „მერანი".
პროგრამა აგებულია მხატვრის ერთი ნამუშევრის „მერანის" ირგვლივ.
მონაწილეები გაეცნობიან ლადო გუდიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას; აღმოაჩენენ პოეზიისა და მხატვრობის ურთიერთკავშირს; ისაუბრებენ ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამომსახველობით საშუალებებზე და ლადო გუდიაშვილის სახვით გამომსახველობით ენაზე.
პროგრამა შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 12-18 წლის მოზარდებს
მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში - 10
მეცადინეობის ხანგრძლივობა - 60 წთ
პროგრამის ავტორი: ანუკი ჟვანია
პროგრამაში მონაწილეობა თავისუფალია!
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 593 910 472
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზირი №11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან).
რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის
#მუზეუმისფესტივალი2021 #MuseumFest2021 #IMD2021