Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

მემორანდუმი ეროვნულ მუზეუმსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

 02/11/2020

2020 წლის 21 ოქტომბერს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის. შეთანხმება მიზნად ისახავს ერთობლივი პროფესიული პროგრამების, კვლევებისა და საზაფხულო პროგრამების მომზადებას ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში. 

თსუ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერთობლივ პროფესიულ პროგრამას შექმნიან, რომლის პრაქტიკული ნაწილი ვანის მუზეუმში განხორციელდება. შეთანხმებას ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერეს.

გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ერთობლივი კვლევების და საზაფხულო სკოლების პროექტის განხორციელებაც იგეგმება. თსუ პროფესიული განათლების ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმთან. კერძოდ, მუზეუმის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ გაიარონ გადამზადება და აიმაღლონ კვალიფიკაცია სწორედ უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის საშუალებით.