- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
კონკურსი საკურატორო გამოფენებისთვის 2020
საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში აცხადებს კონკურსს საკურატორო გამოფენებისათვის
კონკურსის მიზანი:
თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ქართველი ხელოვანებისა და კურატორებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
კონკურსის პირობები:
- კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი
- ერთი გამარჯვებული პროექტისათვის განსაზღვრულია 9000 ლარი (ყველა გადასახადის გათვალისწინებით)
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს (ა(ა)იპ, შპს, ინდ. მეწარმე)
- კონცეფციის ავტორი უნდა იყოს კურატორი ან ხელოვანი საქართველოდან.
- გამოფენაში მონაწილე მხატვრები, შესაძლებელია იყვნენ, როგორც ქართველი ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
- გამარჯვებული პროექტების კურატორებს, ექნებათ გამოფენის გამართვის შესაძლებლობა „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" სივრცეში (სექტემბერი-ოქტომბერი)
- გალერეა გამოყოფს სივრცეს და უზრუნველყოფს მუზეუმის ხელთ არსებული ტექნიკური აღჭურვილობით.
- ფოტო/ვიდეო გადაღება და ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს გამარჯვებული პროექტის კურატორმა.
კონკურსის ვადები:
კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელია 2020 წლის 11 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით
კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კურატორის სამოტივაციო წერილი;
- პროექტის კონცეფცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე, მაქსიმუმ 500 სიტყვა);
- კურატორსა და არტისტებს შორის საავტორო უფლებათა შესახებ შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- მონაწილე მხატვრების ბიოგრაფიები და პორტფოლიოები;
- გამოფენის ექსპოზიციის აღწერა და ვიზუალიზაცია;
- შესრულების გრაფიკი;
- დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (თანადაფინანსების შემთხვევაში, ბიუჯეტში უნდა აისახოს სეგმენტი); გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბიუჯეტში უნდა გაიწეროს როგორც სარეკლამო ბეჭდური პროდუქცია, ფოტოგადაღება, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურეობა, ასევე ჰონორარები.
- ბიუჯეტის შესაბამისი ინვოისები (ბაზრის კვლევა).
განაცხადების მიღება:
- კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს გაერთიანებული ერთ PDF ფორმატში, სახელწოდებაში „exhibition" მითითებით.
- არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, პროექტი არ მიიღება განსახილველად.
- ყველა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: cag@museum.ge
- ელექტრონულ მისამართზე დადასტურების მიღების გარეშე, განაცხადი არ ჩაითვლება მიღებულად.
- 2020 წლის 11 ივნისის შემდეგ გამოგზავნილი განაცხადები არ მიიღება განსახილველად.
- კონკურსში შემოსულ პროექტებს განიხილავს მოწვეულ ექსპერტთა კომისია.
პროგრამის კოორდინატორი: ლიკა მამაცაშვილი - 577 792 581;
კონსულტაციის დღეები: 18, 19, 25 მაისი 12:00-15:00 სთ.
მობ: 577 792581; 551203556
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, დასაშვებია ღონისძიება გაიმართოს ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც საჭირო გახდება ვიდეო გადაღება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 577 792581; 551203556
* კონკურსი არ ითვალისწინებს მის ფარგლებში მატერიალური აქტივების შეძენას. ასევე, არ გულისხმობს გაუთვალისწინებელ ხარჯებს.
** კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ტიპის საბიუჯეტო ხარჯების მოთხოვნა: ჰონორარები (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), მომზადებისათვის საჭირო მასალები, ტექნიკური მომსახურება, ბეჭდვა.