- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
სამეცნიერო კონფერენცია: სვანეთის კულტურული მემკიდრეობა - ლარილარის სამაროვანი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში წარმოგიდგენთ შოთა ჩართოლანის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა - ლარილარის სამაროვანი".
ზემო სვანეთის სოფელ ჭუბერში ლარილარის სამაროვანზე არქეოლოგიური გათხრები შოთა ჩართოლანის ხელმძღვანელობით 60-იან წლებში დაიწყო, შემდგომ კი 1980 წლიდან გაგრძელდა. ანტიკური ხანის ლარილარის სამაროვნის აღმოჩენამ და იქ გამოვლენილმა ატრეფატებმა მკვლევართა შორის აქტუალობა და დაინტერესება გამოიწვია. კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლები წარადგენენ მოხსენებებს.
ჩატარების დღე: 24 ოქტომბერი | 10:00
მისამართი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის აუდიტორია / მესტია, ა. იოსელიანის ქ. 7