- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
მუზეუმის ფესტივალი ◆ ხალხური მუსიკის კონცერტი
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება სვანური ხალხური მუსიკის კონცერტი მუზეუმის ფოლკლორული ჯგუფის „ჯგ’რაგიშ“-ის შესრულებით.
კონცერტი 2018 წელს სვანეთის მუზეუმის მიერ დაწყებული პროექტის –„სვანეთის მუზეუმი და სვანური ფოლკლორული მუსიკა“ დასკვნითი ნაწილია. ამ პროექტით სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმმა, მუზეუმის ცხოვრებაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განძი, ხალხური მუსიკა შემოიტანა.
სვანური სიმღერების კვლევამ ერთხელ კიდევ დაგვანახა არამატერიალური კულტურული ფასეულობებით ისტორიული სინამდვილის უკეთ აღდგენა და გათავისება. ჰანგის სიძველემ ყოფის სიძველეც შეინარჩუნა და ეს პროექტი სწორედ ამ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურება.
ქართული მრავალხმიანობა მსოფლიო კულტურის საგანძურია და მისი შესწავლა და შენახვა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა სხვა უამრავ ფუნქციასთან ერთად გაითავისა და პროექტის სახით განახორციელა.
ჩატარების დრო 18 მაისი | 12:00 საათი
მისამართი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქ. 7