- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
მუზეუმის ფესტივალი ◆ ნინო ლორთქიფანიძის ლექცია „ოქრომჭედლობა ოქროს საწმისის ქვეყანაში"
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, სვანეთის მუზეუმში, ნინო ლორთქიფანიძე წაიკითხავს ლექციას - „ოქრომჭედლობა ოქროს საწმისის ქვეყანაში".
ოქროს საწმისი გახდა კაცობრიობის ისტორიაში პირველი შორეული საზღვაო ექსპედიციის - არგონავტების ლაშქრობის მთავარი მიზანი; მისი რაციონალური ახსნისთვის ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში ამოსავალი იყო ორი ფენომენი: ოქრო და ცოდნა, კერძოდ, ცოდნა ოქროს შესახებ. ლექციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ოქრომჭედლობის განვითარების ხანგრძლივი გზა ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ქრისტიანობის შემოსვლამდე. როგორც ყორღანების კულტურის ეპოქის (ძვ.წ. III- II ათასწლეულები) ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშების, ასევე ანტიკური ეპოქის კოლხური და იბერიული ოქრომჭედლობის თვითმყოფადი სკოლების მაგალითზე განხილული იქნება, თუ რატომ შეიძლება მითი ოქროს საწმისის შესახებ დაუკავშირდეს საქართველოს, სადაც ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ ცოდნა ათასწლეულების მანძილზე უწყვეტად გადაეცემოდა.
ლექცია ეძღვნება არქეოლოგ ლეილა ფანცხავას ხსოვნას.
დასაწყისი: 21 მაისი | 16:00
მისამართი: სვანეთის მეზეუმის აუდიტორია, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია!