- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
კონკურსი კურატორებისთვის
საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში აცხადებს კონკურსს საკურატორო გამოფენებისთვის
კონკურსის მიზანი:
თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ქართველი ხელოვანებისა და კურატორებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
კონკურსის პირობები:
- კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული პროექტი
- ერთი გამარჯვებული პროექტისათვის განსაზღვრულია 8000ლარი (ყველა გადასახადის გათვალისწინებით)
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს (ა(ა)იპ, შპს, ინდ. მეწარმე)
- კონცეფციის ავტორი უნდა იყოს კურატორი ან ხელოვანი საქართველოდან.
- გამოფენაში მონაწილე მხატვრები, შესაძლებელია იყვნენ, როგორც ქართველი ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
- გამარჯვებული პროექტების კურატორებს, ექნებათ გამოფენის გამართვის შესაძლებლობა „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" სივრცეში (სექტემბერი-ოქტომბერი)
- გალერეა გამოყოფს სივრცეს და უზრუნველყოფს მუზეუმის ხელთ არსებული ტექნიკური აღჭურვილობით (დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით).
- ფოტოგადაღება და ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს გამარჯვებული პროექტის კურატორმა.
კონკურსის ვადები:
კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელია 2019 წლის 2 აპრილიდან - 12 მაისის ჩათვლით გამოცხადებულ ვადებში.
კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კურატორის სამოტივაციო წერილი;
- პროექტის კონცეფცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე, მაქსიმუმ 500 სიტყვა);
- კურატორსა და არტისტებს შორის საავტორო უფლებათა შესახებ შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- მონაწილე მხატვრების ბიოგრაფიები და პორტფოლიოები;
- გამოფენის ექსპოზიციის აღწერა და ვიზუალიზაცია;
- შესრულების გრაფიკი;
- დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (თანადაფინანსების შემთხვევაში, ბიუჯეტში უნდა აისახოს სეგმენტი); გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბიუჯეტში უნდა გაიწეროს როგორც სარეკლამო ბეჭდური პროდუქცია, ფოტოგადაღება, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურეობა, ასევე ჰონორარები.
- ბიუჯეტის შესაბამისი ინვოისები (ბაზრის კვლევა).
განაცხადების მიღება:
- კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს გაერთიანებული ერთ PDF ფორმატში, სახელწოდებაში „exhibition" მითითებით.
- არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, პროექტი არ მიიღება განსახილველად.
- ყველა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: thmcag@gmail.com
- ელექტრონულ მისამართზე დადასტურების მიღების გარეშე, განაცხადი არ ჩაითვლება მიღებულად.
- 2019 წლის 12 მაისის შემდეგ გამოგზავნილი განაცხადები არ მიიღება განსახილველად.
- კონკურსში შემოსულ პროექტებს განიხილავს მოწვეულ ექსპერტთა კომისია.
პროგრამის კოორდინატორი: ლიკა მამაცაშვილი - 577 792 581;
10 აპრილი 14:00 - 16:00 საათი
17 აპრილი 14:00 - 16:00 საათი
24 აპრილი 14:00 - 16:00 საათი
კონსულტაციები ჩატარდება თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა).
მისამართი: სიონის ქ. 8
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2 92 32 27.
* კონკურსი არ ითვალისწინებს მის ფარგლებში მატერიალური აქტივების შეძენას. ასევე, არ გულისხმობს გაუთვალისწინებელ ხარჯებს.
** კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ტიპის საბიუჯეტო ხარჯების მოთხოვნა: ჰონორარები (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), მომზადებისათვის საჭირო მასალები, ტექნიკური მომსახურება, ბეჭდვა.