- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
არტ ინკუბატორი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
კრეატიული ინდუსტრიების სამეწარმეო აქტივობების მხარდასაჭერად, კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირების მიზნით, თბილისის ისტორიის მუზეუმში - ქარვასლა, კრეატიული ცენტრი შეიქმნა, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Henley Business School-ის მონაწილეობით იწყებს ფუნქციონირებას.
არტ ინკუბატორი თბილისის კრეატიულ ცენტრში განთავსებული ერთეულია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კულტურის და კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ სემინარებში.
არტ ინკუბატორის პარტნიორია მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრებს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship, რომლის სამეწარმეო ცენტრი ქარვასლაში შექმნის არტ ინკუბატორს და ბიზნეს კლინიკას არტისტებისთვის, გამართავს კრეატიული იდეების ფესტივალს, დააწესებს ინოვაციური მეწარმეობის ჯილდოს.
არტ ინკუბატორის წევრი მიიღებს ცოდნას, კრეატიული სტარტაპ იდეის გენერირებიდან იდეის კომერციალიზაციამდე, სრული ციკლის გასავლელად, აგრეთვე, მისთვის საჩუქრად გაიხსნება ბრიტანული საბჭოს მიერმოწოდებული პლატფორმა English Learning Programme - English Channel.
ინკუბატორის წევრი აგრეთვე შეძლებს უკვე არსებული სტარტაპის გარშემო ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების მხრიდან კონსულტაციების მიღებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი გადაჭრისთვის საუკეთესო სტრატეგიის განსაზღვრას.
წლის ბოლოს, არტ ინკუბატორში გაიმართება კონკურსი და შეირჩევა საუკეთესო სტარტაპერი არტისტი, კონკურსში გამარჯვებული სტარტაპერები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/2SKtaUb