- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
„წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" - კურატორის ტური
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენის ფარგლებში „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" გთავაზობთ, კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ეკა კიკნაძის სპეციალურ ტურს.
გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" წარმოადგენს რეპრესირებული მხატვრების შემოქმედებას და იმ ზოგად ატმოსფეროს, რომელიც გასული საუკუნის 30-40-იანი წლების ქართულ სახელოვნებო რეალობაში სუფევდა.
ექსპოზიციაზე გაეცნობით დიმიტრი შევარდნაძის, პეტრე ოცხელის, ჰენრიკ ჰრინევსკის, რიჰარდ ზომერის, კირილ ზდანევიჩის, ვასილ შუხაევის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, უჩა ჯაფარიძის, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, კორნელი სანაძის და სხვათა ნამუშევრებს. ფართო საზოგადოებისათვის პირველადაა წარმოდგენილია ვახტანგ კოტეტიშვილის ქანდაკებები და უნიკალური საარქივო კადრები. ვრცლად გამოფენის შესახებ: https://goo.gl/HmC7Mg
ჩატარების დრო: პარასკევი, 21 დეკემბერი, 15:30 საათი.
დასწრება თავისუფალია!
დასწრება შესაძლებელია, მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://goo.gl/6tXkYS
ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზირი 3.