Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

თანამედროვე ხელოვნების რუკა - ჯგუფი ბულიონი

 10/10/2018

6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების რუკა" ფარგლებში, ჯგუფი ბულიონი ჩაატარებს საგანმანათლებლო პროგრამას ბავშვებისთვის.

ჯგუფი ბულიონი 2008 წელს დაარსდა, კოლექტივის წევრები არიან ნატალია ვაწაძე, თეიმურაზ ქართლელიშვილი, ვლადიმერ ხართიშვილი, კონსტანტინე ქიტიაშვილი, ეკატერინე ქეცბია, და ზურაბ კიკვაძე. ჯგუფის პერფორმანსები, რომლებიც უმეტეს წილად საჯარო სივრცეებში იმართება, ქართული კულტურის მრავალფეროვან და მულტიკულტურულ ასპექტებს ეხმაურება, მათ შორის საქართველოს ურთიერთობას დასავლეთ ქვეყნებთან. ჯგუფი გამოირჩევა განსაკუთრებული პერფორმატიული ენის ფორმატით, რომლის მეშვეობითაც ისინი ეხმაურებიან საზღვრებს ხელოვნებასა და ცხოვრებას, ხელოვანსა და საჯარო სივრცეს შორის.

თანამედროვე ხელოვნების რუკა - საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" კონკურსის გამარჯვებული საგანმანათლებლო პროგრამაა. პროექტის მიზანია, ამ მუზეუმის სივრცეში შეიყვანოს ბავშვები და ინტერაქტიული თამაშებით გააცნოს თანამედროვე ხელოვნება, რაც ხელს შეუწყობს მათი აზროვნების ჩამოყალიბებას. მხიარული ლექციებისა და ინტერაქტიული თამაშების ფორმა კი დაეხმარება აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნება და გამოხატონ საკუთარი თავი.

პროექტის ავტორები: ელენე აფრიამაშვილი და ავთანდილ მოდებაძე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8