Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ნანა ბურჭულაძის ლექცია - "სვანეთის ხატები ბიზანტიური ხელოვნების კონტექსტში"

 28/09/2018

3 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მთავარი კურატორის, ნანა ბურჭულაძის ლექცია - „სვანეთის ხატები ბიზანტიური ხელოვნების კონტექსტში".

ლექციაზე საუბარი იქნება სვანეთის საგანძურის იმ ხატებზე, რომლებიც შექმნილია უშუალოდ სვანეთში ან საქართველოს სხვა რომელიმე რეგიონში და  განსაკუთრებულ სიახლოვეს ავლენს ბიზანტიური ხელოვნების ძეგლებთან - როგორც სტილით და იკონოგრაფიით, ისევე ტიპოლოგიითაც.

ნაჩვენები იქნება ის გამორჩეული ნიშან-თვისებები, რომლითაც სვანეთის კოლექციის ქართული ხატები განსხვავდება კონსტანტინოპოლში, სინას და ათონის მთებზე, სერბეთ-მაკედონიასა თუ საბერძნეთში შექმნილი ნამუშევრებისგან.  

ლექციაზე ყურადღება გამახვილდება სვანეთის კოლექციის მნიშვნელობაზე და კვლევის იმ მიმართულებებზე, რაც სამომავლოდაა დაგეგმილი სვანეთში შემონახული ხატებისთვის  ბიზანტიური (მართლმადიდებლური) ხელოვნების ისტორიაში სათანადო ადგილის მისაჩენად.

ლექციის დრო: 3 ოქტომბერი, 16:00
მისამართი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7, მესტია, საქართველო.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!