Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ლია ბაგრატიონი - თიხა როგორც მეხსიერების ჭურჭელი

 25/09/2018

29 სექტემბერს, 15:00 საათზე, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების რუკა" ფარგლებში, კერამიკოსი ლია ბაგრატიონი გაუძღვება ინტერაქტიულ თამაშს „თიხა როგორც მეხსიერების ჭურჭელი". თამაში შედგება თიხის, როგორც მასალის გაცნობისა და მისი ზელვის პროცესისგან, შედეგი გაურკვეველი აბსტრაქტული ობიექტები იქნება, რომელსაც ბავშვები თაროზე მოათავსებენ და ერთ საერთო ნამუშევარს შექმნიან.

თანამედროვე ხელოვნების რუკა - საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" კონკურსის გამარჯვებული საგანმანათლებლო პროგრამაა. პროექტის მიზანია, ამ მუზეუმის სივრცეში შეიყვანოს ბავშვები და ინტერაქტიული თამაშებით გააცნოს თანამედროვე ხელოვნება, რაც ხელს შეუწყობს მათი აზროვნების ჩამოყალიბებას. მხიარული ლექციებისა და ინტერაქტიული თამაშების ფორმა კი დაეხმარება აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნება და გამოხატონ საკუთარი თავი.

პროექტის ავტორები: ელენე აფრიამაშვილი და ავთანდილ მოდებაძე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8