Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ნობელის პრემიის ლაურეატს მასპინძლობს

 06/11/2006

25 ივნისს 14:30 სთ-ზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ნობელის პრემიის ლაურეატის, ცნობილი ბიოფიზიკოსის პროფესორ ჰარტმუტ მიშელის ლექცია ჩატარდა.

პროფესორ ჰარტმუტ მიშელი მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო გაერთიანების მაქს პლანკის საზოგადოების ბიოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორია. ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში მაქს პლანკის საზოგადოების შესახებ ლექცია ამავე საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა პროფესორმა ჰერბერტ იეკლიცმა წაიკითხა.

პროფესორი ჰარტმუტ მიშელი მაქს პლანკის საზოგადოების დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა. საქართველოს მხრიდან აღნიშნული საზოგადოების დელეგაციის წევრი პროფესორი თემურ კურცხალია გახლდათ.
მაქს პლანკის საზოგადოება გერმანული ორგანიზაციაა, რომელიც 1948 წელს დაარსდა. საზოგადოება გერმანიაში, იტალიასა და ჰოლანდიაში 78 სამეცნიერო ინსტიტუტს აერთიანებს, რომელთა მიზანია საბუნებისმეტყველო, ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ, სოციალურ და ჰუმანიტარულ დისციპლინებში სამეცნიერო კვლევა. მაქს პლანკის საზოგადოების ინსტიტუტებში 9 ნობელის პრემიის ლაურეატი მოღვაწეობს.