- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
სვანეთის მუზეუმი ნომინირებულია სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის
ევროპის ,,2016 წლის მუზეუმის” დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარე წლის 9 აპრილს ტოლოზასა და სან სებასტიანში (ესპანეთი) გაიმართა. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ფორუმის მიერ წარდგენილი იყო ნომინაციაში: „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.
ევროპის ,,წლის მუზეუმის” ჯილდო (EMYA) ევროპის საბჭოს ეგიდით შეიქმნა 1977 წელს. იგი მიზნად ისახავს სამუზეუმო საქმეში ევროპაში არსებული მოწინავე გამოცდილების აღიარებას და გაზიარებას.
ამ მნიშვნელოვან ნომინაციაზე საქართველო - საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი - 2016 წელს პირველად წარადგინეს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქყვეყნის კულტურული დაწესებულებების აღიარებისა და პოპულარიზაციის გზაზე.
ევროპის 2016 წლის საუკეთესო მუზეუმის ჯილდო პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმს (POLIN, ვარშავა, პროექტის ღირებულება 65,3 მილიონი ევრო), ხოლო ევროსაბჭოს წლის მუზეუმის ჯილდო პოლონეთის სოლიდარობის ცენტრს (გდანსკი, პროექტის ღირებულება 45 მილიონი ევრო) გადაეცა.