Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ხალხური რეწვის გაკვეთილები ეთნოგრაფიულ მუზეუმში იწყება!

 01/09/2015

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქართული ხალხური რეწვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2015 წლის 12 სექტემბრიდან გიწვევთ ხალხური რეწვის ღია გაკვეთილებზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.

პროგრამის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების შენარჩუნება. საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

ხალხური რეწვის სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდნენ და აითვისონ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგები და გადაარჩინონ ისინი მივიწყებას.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: მეთუნეობას, დაზგურსა და ჩხირებით ქსოვას, ტილოზე ნემსით ქარგვას, ხეზე კვეთას, ტრადიციულ მჭედლობას და სხვა.

პროგრამა ჩატარდება: ყოველ შაბათ-კვირას.

დასაწყისი: 13:00-დან 17:00 საათამდე.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში თავისუფალია!

რეგისტრაცია იწარმოებს 2015  წლის 1-დან 10 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2 - 72 90 46;   2 - 72 90 45; (599) 36 36 80  - ნინო კოპელაშვილი.

რეგისტრაციის გარეშე, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველთათვის საჭირო იქნება მუზეუმში შესასვლელი ბილეთის შეძენა (მუზეუმის სრული დათვალიერების შესაძლებლობით).

ბილეთის ღირებულება: ზრდასრული - 3 ლარი; სტუდენტი - 1 ლარი; მოსწავლე  - 50 თეთრი.

ხალხური რეწვის გაკვეთილები 2015 წლის 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: კუს ტბის ასახვევი 1, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.