- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის ჯილდო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს
2015 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაჯილდოვდა ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის მიერ თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციისა და სამოქალაქო განათლების კლუბებისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის.
ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში მოზარდთა სახლში სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლები დიმიტრი ნარიმანიშვილი და ქეთევან თამაზაშვილი შეხვდენენ.
შეხვედრის მთავარი თემა არქეოლოგიური საკითხები, კულტურული მემკვიდრეობა და თრიალეთში მცხოვრები ეთნიკური ჯუფების ისტორია გახლდათ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებდა კულტურული მემკვიდერობის შენარჩუნებისა და გაფრთხილების აუცილებლობაზე. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხით საკლასო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარებათ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს საგანმანათლებლო მიმართულება წარმოადგენს, რაც საზოგადოებისათვის ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდა თაობისათვის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას გულისხმობს.
სამოქალაქო განათლბის პროგრამა „მომავლის თაობა", აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (USAID), ორგანიზაცია PH International-მა განახორციელა. „მომავლის თაობა" მთელი საქართველოს მასშტაბით 480 სკოლას, ხოლო თბილისში 60 სკოლას მოიცავს. პროგრამის თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციაა ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი.