Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ესპანეთის სამეფოს პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში

 00/00/0000

2008 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ესპანეთის სამეფოს სორიას ჰერცოგთა ფონდის პრეზიდენტმა რაფაელ ბენხუმეამ ხელი მოაწერეს საქართველოში სორიას ფონდის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ ხელშეკრულებას.

სორიას ჰერცოგთა ფონდის საპატიოპრეზიდენტები არიან სორიას ჰერცოგები მისი აღმატებულება ესპანეთის ინფანტამარგარიტა ბურბონი და კარლოს სურიტა, ინფანტას მეუღლე. 

ესპანეთის სამეფოს სორიას ჰერცოგთა ფონდი არასამეწარმეო ორგანიზაციაა კულტურისსფეროში. 2004 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ფონდის საბჭოს წევრად აირჩიეს.

 თავისი არსებობის 18 წლის განმავლობაში სორიას ჰერცოგთა ფონდი საქმიანობასახორციელებს შემდეგ სფეროებში: ესპანური ენა, კულტურა, ისტორია და მეცნიერება.ფონს აქვს მუდმივი პროგრამები და პროექტები. სორიას ფონდი ატარებს საერთაშორისოსემინარებსა და ფორუმებს. ასევე ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს ახალგაზრდამკვლევარებისათვის.