Museum - პროგრამების კალენდარი საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საგანმანათლებლო პროგრამები. მაისი–ივნისი 2015

 06/05/2015

2015 წლის მაისი-ივნისის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი გაძლევთ შესაძლებლობას გაეცნოთ თითოეული პროგრამის მოკლე შინაარსს და ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა, დღე და საათი.

პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა იცვლება მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. უმეტეს შემთხვევაში, მონაწილე ბავშვების მინიმალური რაოდენობა არის 8, მაქსიმალური 25.

პროგრამაში მონაწილეობა ფასიანია. ღირებულება იცვლება პროგრამის სპეციფიკის მიხედვით.

პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოინახულოთ შესაბამისი მუზეუმის ყველა მიმდინარე გამოფენა. ამისათვის დრო შეგიძლიათ პროგრამის დაწყებამდე ან მისი დამთავრების შემდეგ გამოყოთ.  

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრს ტელეფონის ნომერზე: 2 93 16 52

მისამართი: ა. ფურცელაძის ქუჩა 3.