Museum - ჩვენი პროგრამები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ჩვენი პროგრამები

Share

ონლაინ ლექცია - „ჰკითხე ქალს...“

 04/12/2020

თბილისის ისტორიის მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, 2018 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტები და გამოფენები თემატურად ხშირად არის დაკავშირებული გენდერულ საკითხებთან. თითოეული პროექტის კონცეფცია გამორჩეულია სტილის, ფორმისა და პრობლემის გააზრების მიმართულებით.

ლექციაზე ვისაუბრებთ მუზეუმში განხორციელებულ სამ გამოფენაზე, სადაც განსაკუთრებულად იკვეთება გენდერის საკითხები. განვიხილავთ ქალის თანამედროვე ტრანსფორმაციის თემას, რომელიც ლია ბაგრატიონის, სოფო ჩერქეზიშვილის, ქეთი ბათიაშვილის და თეონა პაიჭაძის მიერ დამოუკიდებელ მხატვრულ ფორმებშია მოქცეული. 

,,შეშლილი ჩაის სმა" - 2018 წლის ნოემბერში პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, განხორციელდა ხელოვან ლია ბაგრატიონის მასშტაბური საგამოფენო პროექტი, მოცულობითი ობიექტებით, თიხის ნამუშევრებითა და დოკუმენტური ფილმით.

,,კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე" - 2019 წლის სექტემბერში, ასევე პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, გაიმართა სოფო ჩერქეზიშვილის ნამუშევრების გამოფენა. ფერწერული ნამუშევრებისა და ინსტალაცია-ობიექტებისაგან შემდგარი ეს პროექტი განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს დღესაც, თავისი თამამი ასოციაციებით და მრავალსახოვანი პორტრეტებით.

,,რეისი 4 დეკემბერი" - 2020 წლის თებერვალში, მუზეუმში გაიხსნა ქეთი ბათიაშვილის და თეონა პაიჭაძის გამოფენა, რომელმაც განსხვავებული ხედვის, მსოფლმხედველობისა და ბიოგრაფიის მქონე ორი მხატვარი ქალი, პროფესიად ქცეული გზის, ერთი რეისის თემით დააკავშირა. 

ზემოთ აღნიშნული სამივე პროექტის თემატიკა საშუალებას მოგვცემს თეორიულად განვიხილოთ სტილის, ფორმის და პრობლემის გააზრების მიმართულებით ძალზე მრავალფეროვანი, კონცეპტუალურად გააზრებული გენდერული საკითხები.

ლექცია განკუთვნილია უფროსკლასელებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული მსურველისთვის.

პროგრამის ხანგრძლივობა - 60 წუთი
ჩატარების დრო - 8 დეკემბერი, 16:00
პროგრამის ავტორი - ქეთი ტრაპაიძე


პროგრამა გაიმართება Zoom პლატფორმაზე.
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდი

პროგრამა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ წარმართული კამპანიის ნაწილს.

#ერთადძალადობისწინააღმდეგ 

ფოტოზე: ლაქა II, ობიექტი, 2018. ლია ბაგრატიონი.