- განათლება
- ჩვენი პროგრამები
ჩვენი პროგრამები
ონლაინ პროგრამა „ქალი - ხელოვანი"
საგანმანათელბლო ონლაინ პროგრამაზე ვისაუბრებთ სხავადასხვა ეპოქის, ქვეყნის თუ მხატვრული მიმდინარეობის წარმომადგენელ ქალ ხელოვანებზე, მათ შორის არიან: არტემიზია ჯენტილესკი, კამილა კლოდელი, გრანდმა მოზესი, ფრიდა კალო, ბერტა მორიზო, ნიკი დე სენ ფალი, მითჰილას ქალი მხატვრები, ასევე ვისაუბრებთ ქართველ ქალ მხატვარზე - ქეთევან მაღალაშვილზე.
მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ჭრილში განვიხილათ იმ სირთულეებსა და ბარიერებს, რომელთა წინაშეც ქალი ხელოვანები იდგნენ. ქალი როგორც ხელოვანი, ქალი როგორც შემოქმედი, ქალი როგორც ძალადობის ობიექტი - ეს საკითხები დღესაც საკმაოდ აქტუალურია.
ჩვენს ინტერაქტიულ საუბარს აჭარის რეგიონიდან შემოუერთდება მხატვარი მაია ჭყონია, რომელიც გაგვაცნობს რეგიონში მოღვაწე ქალ მხატვრებს და მათ შემოქმედებას.
პროგრამა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ წარმართული კამპანიის ნაწილს.
მონაწილეთა ასაკი - 14-16 წელი
პროგრამის ხანგრძლივობა - 60 წუთი
ჩატარების დრო - 1 დეკემბერი, 15:00
პროგრამის ავტორი დალი გოგორიშვილი
პროგრამა გაიმართება Zoom პლატფორმაზე.
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდი
#ერთადძალადობისწინააღმდეგ