Museum - ჩვენი პროგრამები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ჩვენი პროგრამები

Share

ონლაინ ლექციების სერია - დავით აღმაშენებლის ეპოქა

 27/10/2020

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ საჯარო ლექციების ონლაინ სერიას დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, იმდროინდელ ისტორიულ-პოლიტიკურ ვითარებაზე ხელოვნებასა და კულტურაზე.

ლექციები იმართება ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით და წარმოადგენს ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად განხორციელებული ღონისძებების პროგრამის გაგრძელებას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტა, რომელსაც ანალოგი დღემდე არ მოეძებნება. მონეტის საქართველოში 3 თვით ჩამოტანა შესაძლებელი გახდა ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.

ონლაინ ლექციებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ ზაალიშვილი 599501125; zaalishvilitamuna1978@gmail.com      

*Zoom შეხვედრის ბმულს მიიღებთ თქვენს ელ. მისამართზე ლექციის დაწყებამდე 1 საათით ადრე. 

ვირტუალური შეხვედრების განრიგი:

27 ოქტომბერი, 16:00 - ნინო ჩიხლაძე XII საუკუნის ქართული მონუმენტური მხატვრობა

30 ოქტომბერი, 16:00 - ვატო ხოშტარია ქართული ხელოვნება დავით აღმაშენებლის ეპოქაში 

3 ნოემბერი, 16:00  - იზოლდა მელიქიშვილი უძველი ქართული ნაქარგობის ნიმუშების შესახებ - საბუხარები კაცხის მონასტრიდან 

6 ნოემბერი, 16:00 - ნინო დათუნაშვილი მეფედ კურთხევის რიტუალი საქართველოში

10 ნოემბერი, 16:00 - ნანა ბურჭულაძე წმინდა გიორგის ხატი დავით აღმაშენებლის გამოსახულებით სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში 

13 ნოემბერი, 16:00 - დავით ნიორაძე XII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრება

17 ნოემბერი, 16:00 - ჯიმშერ ჩხვიმიანი ქალაქები შუა საუკუნეების საქართველოში

*ლექციებზე დასწრება თავისუფალია!