- განათლება
- ჩვენი პროგრამები
ჩვენი პროგრამები
ხალხური რეწვის გაკვეთილები
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქართული ხალხური რეწვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2012 წლის 25 აგვისტოდან გიწვევთ ხალხური რეწვის ღია გაკვეთილებზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.
პროექტის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციის შენარჩუნება.
თქვენ გეძლევათ ბრწყინვალე შესაძლებლობა, გაიცნოთ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდეთ ხალხური რეწვის დარგებში და დავიწყებას გადაარჩინოთ უძველესი ხელობები.
წარმოდგენილი იქნება:
პროექტი ხორციელდება UNESCOს მხარდაჭერით. საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.
წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში გაკვეთილებზე დასწრება უფასოა.
რეგისტარციისათვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ (კუს ტბის ასახვევი #1) ან დაგვიკავშირდით: ტელ. 272 90 46; მობ. 599 36 36 80; crafts@museum.ge