- განათლება
- ჩვენი პროგრამები
ჩვენი პროგრამები
დმანისის საზაფხულო სკოლა
2012 წლის 27 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მოწყობის მიზნით, ახორციელებს პროექტს - დმანისის საზაფხულო სკოლა".
სკოლის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ქართული კულტურული მემკვიდრეობით, ქართველოლოგიური მეცნიერებებით დაინტერესებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს, ასევე აღნიშნული სასწავლო საფეხურების კურსდამთავრებულებს.
საზაფხულო სკოლის მოქმედების ძირითად ადგილს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის არქეოლოგიური მუზეუმის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა.
პროექტის მიზანია:
სასწავლო პროგრამა, რომელსაც ქართველი მეცნიერები წარუძღვებიან, ითვალისწინებს თეორიული სახის სალექციო კურსებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს შემდეგ დისციპლინებში: საქართველოს ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, საქართველოს არქეოლოგია და ეთნოლოგია, ნუმიზმატიკა.
პროგრამის მიხედვით, აგრეთვე დაგეგმილია ვორკშოპების ორგანიზება, დოკუმენტური ფილმების ჩვენება, დისკუსია; თემატური ექსკურსიების მოწყობა საქართველოს ისტორიულ ძეგლებსა და მუზეუმებში; კურსის ბოლოს სტუდენტთა მინიპროექტების პრეზენტაციები.
სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა - 10.
სკოლის სამუშაო ენა - ინგლისური (ასევე ქართული, თარგმანის თანხლებით).
სკოლის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა - უფასო.
სკოლის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს 2012 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.
ელფოსტა: dmanisisummerschool@gmail.com