პუბლიკაციები
სტატია: კოლექციების მართვა და რესტავრაცია – 15 წელი
15/12/2020
რესტავრაცია > ნინო კალანდაძე
საქართველოს ეროვნული მუზეუმი აერთიანებს ძალზედ მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან კოლექციებს, რომლებიც განსხვავებულნი არიან თარიღით, წარმომავლობით, ფუნქციით და სხვა მრავალი მახასიათებლით. ასე მაგალითად, ჩვენი კოლექციის უძველესი ზოოლოგიური ექსპონატი რამდენიმე მილიონი წლისაა, უახლესი ექსპონატი კი – თანამედროვე ხელოვნების ნიმუში – სულ რამდენიმე წლის არის. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ქსოვილის, ქვის, კერამიკის, მინის, ლითონის, ქაღალდის, პლასტმასის, თაბაშირის და სხვა მასალებისგან დამზადებული ნივთები, რომლებიც ასევე სხვადასხვაგვარი – ორგანული და არაორგანული, ხელოვნური და ბუნებრივი წარმომავლობისაა. რთული წარმოსადგენი არ არის, რაოდენ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს ასეთი განსხვავებული სამუზეუმო კოლექციები.




