Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

სტატია: ჟურნალი Nature დმანისის ახალი კვლევების შესახებ

 15/12/2020

პუბლიკაცია > დმანისის არქეოლოგიური მასალიდან დნმ-ის გამოყოფამ საფუძველი დაუდო ახალ სამეცნიერო დისციპლინას – მოლეკულურ პალეონტოლოგიას.

 

1983 წელს პროფესორმა აბესალომ ვეკუამ დმანისის ნაქალაქარზე შუა საუკუნეების სამეურნეო ორმოში ნაპოვნ ძვლებს შორის მარტორქის კბილი აღმოაჩინა. აქედან დაიწყო დმანისის როგორც პრეისტორიული ძეგლის ისტორია. მაშინ ნათელი გახდა, რომ ფენები მინიმუმ 1 მლნ. წლით თარიღდება. მას შემდეგ დმანისმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა სამეცნიერო ჟურნალმა Science („მეცნიერება“) დმანისის გათხრებისას მოპოვებული მასალა რამდენჯერმე დაასახელა მსოფლიო აღმოჩენების ათეულში. 2013 წელს ამავე ჟურნალის ყდაზე დმანისის მე-5 თავის ქალის ფოტო დაიბეჭდა, ხოლო სტატიამ, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების (მათ შორის ქართველი) თანაავტორობით გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო დმანისის ძეგლისა და აღმოჩენების მნიშვნელობის შესახებ.