Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

სტატია: ტერენტი გრანელის „მემენტო მორი“

 15/12/2020

ახალი შენაძენი > ვახტანგ ცინცაძე

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციას კიდევ ერთი ახალი ექსპონატი – ტერენტი გრანელის ლექსის MEMENTO MORI მხატვრული ნამუშევარი შეემატა, რომელიც არგენტინაში მოღვაწე მხატვარ გოჩა გაიოსის (შათირიშვილის) მიერაა შექმნილი. ნამუშევარი წარმოადგენს ერთადერთ ეგზემპლარად შექმნილ მხატვრულ გამოცემას ათმეტრიან გრაგნილზე. MEMENTO MORI-ს ორიგინალური გაფორმება შესრულებულია აკვარელით, მხატვრული კალიგრაფია კი – ჩინური ტუშით. მასალად გამოყენებულია იაპონური ნაკარის ქაღალდი.