Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

იბერია - კოლხეთი №15

 22/11/2019

გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-15 ნომერი. 2019 წ. (რედაქტორი - გელა გამყრელიძე).

 

ჟურნალში  განხილულია ინფორმაცია არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ და ძველი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიის სადისკუსიო საკითხები. მასში წარმოდგენილია შემდეგი სტატიები: არქეოლოგია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (კოლხური ბრინჯაოს კულტურის გამო); სახელმწიფოებრიობის დასაბამი საქართველოში და არქეოლოგია; ზემო იმერეთის შუა საუკუნეების ციხეები - წარსულის რეპრეზენტაცია; ქირურგიული ინსტრუმენტების ისტორიისათვის საქართველოში; სვეტებიანი კრატერი წითელფიგურული ნახატით; ცხენოსნის გამოსახულება გემაზე ჟინვალის სამაროვნიდან; კოლხეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი ძვ.წ. V-ახ.წ. VI სს-ის განძები; ჟინვალის სამაროვანზე აღმოჩენილი შენობის ნაშთის დათარიღებისათვის; ანტიკური ხანის მასალები მარნეულის მუნიციპალიტეტიდან; ოქროს ისრისპირისებური საკიდები; მცხეთის ჯვრის, გლდანი-ნორიოს და სამადლოს ნამოსახლარების წითლად მოხატული კერამიკის შედარებითი პეტროგრაფიული ანალიზი. რეცენზიები ახალ ნაშრომებზე და სხვა. აქვეა სტატიები ინგლისურ ენაზე. 

 

ჟურნალის სრული ვერსია იხილეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე და ჩამოტვირთეთ:
იბერია-კოლხეთი, 2018 №15   


*ყველა ელ-რესურსი (pdf) - გელა გამყრელიძე


*AWOL - THE ANCIENT WORLD ONLINE - გელა გამყრელიძე